ახალი დეტალები კიწმარიშვილის საქმეში, ვის კვალზე გავიდა გამოძიება?

ახალი დეტალები კიწმარიშვილის საქმეში, ვის კვალზე გავიდა გამოძიება?

ეროსი კიწმარიშვილის საქმე, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის გადახედვის მიზეზი, შესაძლოა, ის მასალები გახდეს, რაც მათ გამომძიებლებმა გააცნეს.

ადვოკატიც და ეროსი კიწმარიშვილის ძმაც ახალ გარემოებებზე საუბრობენ.

"ეს ის დეტალებია, რომელიც, საბოლოო ჯამში, არ არის გამორიცხული, მივიდეს გარკვეული დანაშაულის კვალამდე და, ბუნებრივია, ეს ავტომატურად ნიშნავს კვალიფიკაციის შეცვლას," - აცხადებს ზურაბ კიწმარიშვილი.

ზურა კიწმარიშვილის მტკიცებით, საქმესთან რამდენიმე პირის შემხებლობა გამოიკვეთა.

გარდაცვლილის ძმის განცხადებით, ისინი უახლოეს მომავალში დაიკითხებიან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: