Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
7-02-2015, 17:41
ნანახია: 1240

კლიმკინი ქართველ

ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ინტერნეტგამოცემა "geurasia.org" სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი ამბობს, რომ:

 "დღესდღეობით ბევრს საუბრობენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე. მაგრამ არავინ ამბობს, როგორ დაგვეხმარება ეს, მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში მოლაპარაკებები მხოლოდ შუამავლების საშუალებით წარიმართება. ვეჭვობ, რომ ვითარება, როდესაც "ჩვენს შესახებ" საკითხი გადაწყდება "ჩვენს გარეშე", ეს საუკეთესო გამოსავალი იყოს.

 ვინ დაეხმარება მილიონობით ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან?.. ვინ იზრუნებს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების თაობაზე, როდესაც ეს კავშირები არსებითად კი დასუსტდა, მაგრამ ამ უაღრესად რთულ დროს ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის ეკონომიკის მრავალი საწარმოსათვის?" (წყარო: "ზერკალო ნედელი", 7 თებერვალი).

 კიევის რეჟიმი ერთ საკითხში მაინც ინარჩუნებს პრაგმატიზმს და თითქოს ქართველ "ხისთავიანებს" მიმართავს, მთავრობის თუ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთთან სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის მიერ გაწყვეტილი დიპურთიერთობების აღდგენას. განა ამ ურთიერთობების გარეშე ერთი ნაბიჯით მაინც მივუახლოვდით საქართველოს გაერთიანებას? განა ასე რაიმე ბერკეტი მოვიპოვეთ გვაქვს მოსკოვის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად? განა საქართველო არ არის დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, ისევე, როგორც უკრაინა? განა რუსეთში უამრავი ქართველი არ ცხოვრობს ისევე, როგორც უკრაინელები?

 შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მარტში უკრაინამ დაკარგა ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც საერთო სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ დაიბრუნა. ამის შემდგომ მალევე გაჩაღდა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ კიევს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა დღემდე არ გაუწყვეტავს.