" ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტს "ზოგადი განთლების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართა

" ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტს "ზოგადი განთლების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართა

"ერთიანმა  ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტს "ზოგადი განთლების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართა.

"სწავლის დაწყების ასაკის ახლებურმა რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც, დაწყებითი სწავლება მხოლოდ 6 წლის ასაკიდან არის შესაძლებელია, საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სასწავლო წლის დასაწყისისათვის ბავშვის 6 წლამდე ასაკის შესრულებამდე სულ ცოტა პერიოდია დარჩენილი, თუმცა დაწყებითი განათლების უფლების მიღების დიდი ხნით გადაწევა ხდება. მშობლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, ბავშვის ფიზიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, თავად განსაზღვრონ, რა ასაკიდან ისარგებლონ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ასაკი 5 წელს აღემატება", - განაცხადა კანონპროექტის ავტორი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: