Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
11-02-2015, 15:19
ნანახია: 639

დავით უსუფაშვილი: საჯარო თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილებები საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა მივიღოთ

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი  თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.

"ყურადღებით უნდა ვუსმენდეთ საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებს, მაგრამ საჯარო თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ საკუთარი პასუხისმგებლობით და უნდა დავასაბუთოთო ეს გადაწყვეტილება და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც საქმე ეხება ვინმეს დანიშვნას ან დაწინაურებას, ვინც წინა ხელისუფლების დროს იყო კრიტიკის ობიექტი. ყოველი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ეს უნდა იყოს დამაჯერებელი. მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა გავიზაროთ რომ თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის ეს უნდა გაარკვიოს სასამართლომ", - განაცხადა უსუფაშვილმა.