ვინ გასცა ბრძანება აფრასიძეების დახოცვაზე?

ვინ გასცა ბრძანება აფრასიძეების დახოცვაზე?

"ყველაზე მეტად ამ დანაშაულის გამო გია ბარამიძემ და მიხეილ სააკაშვილმა უნდა აგონ პასუხი. სააკაშვილი თვითონ აცხადებდა, რომ ამ ვანდალური ბრძანების ავტორი თავად იყო,"- ამის შესახებ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ე.წ. აფრასიძეების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ  ვლადიმერ მურავიოვმა განაცხადა. მურავიოვის თქმით, მას აფრასიძეების წინააღმდეგ ჩვენება წამებით მიაცემინეს.

 

"სპეცოპერაციის დროს გიორგი ბარამიძე ვნახე მხოლოდ. როდესაც ხელბორკილებით ვერტმფრენისკენ მივყავდით, სწორედ მაშინ ჩამოვიდა ბარამიძე ვერტმფრენიდან და სახლისკენ გაემართა. გაბადრული სახე ჰქონდა. ისე დასეირნობდა, თითქოს იქაურობის ბატონ-პატრონი იყო. მერე ჩვენ ჯერ ქუთაისში წაგვიყვანეს, იქიდან - ზუგდიდში. გზადაგზა სიკვდილამდე გვცემდნენ. თბილისში რომ მოვყავდით მანქანით, გაჩერდნენ და გადასვლა მიბძანეს. რომ გადავიდე, ვიცი, მესვრით-მეთქი. მათ კი მიპასუხეს, მადლობა თქვი, რომ აქამდე ცოცხალი ხარ. ბრძანება გვქონდა, ყველა დაგვეხოცაო. მაშინ გავიგე, რა სახის ბრძანება ჰქონდა "სპეცნაზს" მიღებული,"- აცხადებს ე.წ. აფრასიძეების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე.

 

ვლადიმერ მურავიოვის ჩვენებაზე დაყრდნობით "ნაციონალების" ხელისუფლება ადასტურებდა, რომ ეს ოჯახი მონათმფლობელური წესით ცხოვრობდა და ამ ადამიანს მონასავით ექცეოდნენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: