დემურ გიორხელიძე: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოსახლეობას სესხებს გაუძვირებს!

დემურ გიორხელიძე:  რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოსახლეობას სესხებს გაუძვირებს!

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდა მოსახლეობისთვის სესხების გაძვირებას გამოიწვევს.


"ასე მარტივად პრობლემების გადაჭრა ვერ მოხედრხდება ისედაც მწირ ეკონომიკაში, რომელსაც ფულის შიმშილი აქვს, ფული არ არის ქვეყანაში, ის ხელმისაწვდომი არ არის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების პროცენტის გაზრდა ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი კიდევ უფრო მაღალ პროცენტში მისცემს სესეხებს კომერციულ ბანკებს, ბუნებრივია კომერციული ბანკებიც გააძვირებენ სესხებს მომხმარებლებისთვის. ცხადია ახალი სესხები გაძვირდება და ასევე გაძვირდება 0.5 პროცენტით ის სესხები, რომლებიც მცოცავი საპროცენტო განაკვეთით არის ხელშეკრულებით ბანკიდან აღებული",-განაცხადა გიროხელიძემ.

 გიორხელიძის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას უნდა ემსახურებოდეს.

"ეს არის მოკლევადიანი პოლიტიკა, თუმცა ამ გზით ლარი მაინც ვერ დასტაბილურდება. გუშინ გაიყიდა 40 მილიონი ამერიკული დოლარი, თუმცა ლარს შესამჩნევი ბევრი ვერაფერი დაეტყო. ასე იქნება ყველა მორიგი ტრანში და საბოლოო ჯამში, თუ ეკონომიკური აქტივობა არ გაიზარდა, ლარი კვლავ გაიქცევა. ახლა უკვე საჭიროა ეროვნული ბანკის და მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობა, უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ქვეყნისათვის მთავარი ამოცანა არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დასაქმება. მონეტარული პოლიტიკა ამ ორ მნიშვნელოვან მიზანს უნდა დაექვემდებაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ასეთი იწილო-ბიწილო გვექნება და შედეგი ქინება ნული",-განაცხადა გიორხელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: