ეკა ბესელია: მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნას საქართველოს ხელისუფლება ვერ მოიწონებს

ეკა ბესელია: მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნას საქართველოს ხელისუფლება ვერ მოიწონებს

 ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნას საქართველოს ხელისუფლება ვერ მოიწონებს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

"ვერ ვიწონებთ ამ გადაწყვეტილებებს, როდესაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის პირველ პირს, თავისი საქმიანობის შედეგად ძალიან ბევრი ზიანი აქვს მიყენებული ქვეყნის იმიჯისთვის და ინტერესებისთვის. ბუნებრივია უკრაინა და უკრაინელი ხალხი არ გვემეტება ცუდისთვის და ამისტომ ვერცერთ შემთხვევაში ეს პოზიტიურად ვერ იქნება აღქმული",-განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტებებისთვის დაიბარეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: