პეტრე მამრაძე: სააკაშვილი არწმუნებს პოროშენკოს, რომ უკრაინაში განახორციელებს რეფორმებს

პეტრე მამრაძე: სააკაშვილი  არწმუნებს პოროშენკოს, რომ  უკრაინაში განახორციელებს რეფორმებს

"მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, პეტრე მამრაძე იკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსნების  თანამდებობებზე დანიშვნის ფაქტი "ასავალ-დასავალთან" საუბრისას შეაფასა.

 

 მამრაძის განცხადებით, საკითხს პირადად პოროშენკო წყვეტს.


"ჩემთვის ცნობილია, რომ ამ საკითხს პირადად პოროშენკო წყვეტს, რომელსაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს პრემიერ-მინისტრ იაცენიუკთან. მოგეხსენებათ, სააკაშვილსა და მის შემოგარენს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ უკრაინელ ოლიგარქებთან. ჩვენ გვახსოვს უკრაინიდან შემოტანილი მრავალი ასეული მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის სკანდალი, როცა ამ იარაღმა არ გაამართლა. ამის შესახებ დღემდე არავის არაფერი გამოუძიებია, რაც არის დღევანდელი ქართული სახელმწიფოს სირცხვილი.

იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ, ოლიგარქებმა უკრაინაში გავლენებიც შეინარჩუნეს და ნაცებთან კავშირიც. სწორედ ამის შედეგია ის, რაც ხდება. სააკაშვილი გამუდმებით არწმუნებს პოროშენკოს, რომ აი, ამ კავშირებისა და დასავლელი ლობისტების დახმარებით, უკრაინაში განახორციელებს რეფორმებს, რაც არის სისულელე, რადგან იმ ხალხს, ვისაც თანამდებობაზე ნიშნავენ, ცხოვრებაში არასოდეს არაფერი გაუკეთებია! ძალიან კარგი ბიჭია ალექსანდრე კვიტაშვილი, მაგრამ საქართველოში ვინ ეკითხებოდა მაგას ან უნივერსიტეტის მართვას, ან ჯანდაცვის სისტემის გაძღოლას? ყველაფერს მართავდა ბენდუქიძე. იგივე შეიძლება ითქვას დავით საყვარელიძისა და ეკა ზღულაძის შესახებ. ეკა ზღულაძეს, როცა ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო, პრემიებითა და დანამატებით ყოველთვიურად 50 ათას ლარს აძლევდნენ იმისთვის, რომ ვანო მერაბიშვილის ნებისმიერი ბრძანება უსიტყვოდ შეესრულებინა", - განაცხადა მამრაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: