დავით თევზაძე: არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად მივიღოთ მონაწილეობა

დავით თევზაძე: არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად მივიღოთ მონაწილეობა

 როგორც საქართველო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას " საქართველო მშვიდობისთვის" ეწოდება, მან  საქართველოს მოქალაქეთა გამოფხიზლებას უნდა დაუდოს სათავე. ამის შესახებ თევზაძემ პორტალ "კვირას" პრესკლუბში განაცხადა.

 

  როგორც დავით თევზაძემ განაცხადა, ის არჩევნებში ჩართვას არ გამორიცხავს.


"სახელმწიფო მართვა მიშვებულია. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად მივიღოთ მონაწილეობა, თუკი ამის საჭიროება იქნება, მაგრამ თავს ვარიდებ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან თანამშრომლობას. საქართველოში პოლიტიკური პარტიები გაკოტრებულები არიან. ჩემი ორგანიზაცია არ იქნება პოლიტიკური გაერთიანება, ეს უფრო სამოქალაქო მოძრაობა იქნება. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობამ უნდა გაგვაერთიანოს, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის ვიბრძოლოთ",- აღნიშნა დავით თევზაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: