Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
17-02-2015, 16:37
ნანახია: 1030

ადვოკატი სამართლიანობას მოითხოვს

ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე, საქართველოს იუსტიციის საბჭოში შეტანილ საჩივარს ასაჯაროებს, სადაც ბრალდებულ გიორგი აბულაძის უფლებების დაცვაზეა საუბარი. 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო იხილავს სისხლის სამართლის საქმეს გიორგი აბულაძის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ სასამართლოში წარადგინა მკიცებულებები, მაგრამ, ისინი მე არ გადმომცა, რითაც მან უხეშად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა. 

წინა სასამართლო სხდომაზე, საქმის განმხილველმა მოსამართლემ სოფიო გაგნიძემ პროკურორის მიერ ჩემთვის გადმოუცემელი ყველა მტკიცებულება კი არ სცნო დაუშვებლად, არამედ ასეთად ცნო მხოლოდ მათი ნაწილი იმ უსაფუძვლო მოტივით, რომ ისინი ჩემამდე უკვე ჰქონდა გადაცემული ბრალდებულ გიორგი აბულაძის წინა ადვოკატს მურმან ქამადაძეს, რომელსაც გიორგი აბულაძემ აცილება მისცა წინა სასამართლო სხდომამდე ორი თვით ადრე. ამით, მოსამართლე სოფიო გაგნიძემ განზრახ დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა. ამით კი მოსამართლე სოფიო გაგნიძემ ბრალდებულ გიორგი აბულაძის მიმართ შესაწყვეტი საქმე პრაქტიკულად მიაქცია არსებითად განსახილველად, რომელსაც იხილავს პროკურატურის მიერ უკანონოდ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. ამის ნათელი მაგალითია მოსამართლე სოფიო გაგნიძის მიერ მიღებული 06.02.2015 წ. #1/95-2014 განჩინება, რომლითაც მან დაუშვებლად ცნო პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი არა ყველა მტკიჩებულება, არამედ მხოლოდ მათი ნაწილი.

გთხოვთ, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლეს სოფიო გაგნიძეს აღუძრათ დისციპლინარული დევნის საქმე, მის მიერ სისხლის საპროცესო კანონის იმპერატიულ მოთხოვნათა განზრახ უგულვებელყოფის გამო, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ტოლფასია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).