საშინელი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტროს უპატიებელი გულგრილობა

საშინელი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტროს უპატიებელი გულგრილობა

პოსტი, რომელიც დღეს დილიდან სოციალურ ქსელში გავრცელდავინმე დავით ჭეიშვილს ეკუთვნის, რომელიც როგორც ირკვევა, სენაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის ბენეფიციარია. ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, ეჭვს  შეტანა არ ღირს, ამაში თვადაც დარწმუნდებით, ეჭვის შეტანა მხოლოდ იმაში შეიძლება, რომ ამ საშინელი დანაშაულის შესახებ ცნობილი არ იყოს მათტვის, ვისაც ეს ყველაფერი პირდაპირ და გნებავთ ირიბადაც ეხება. ვფიქრობთ ამ ფაქტით არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო, სამართალდამცავი სტუქტურებიც უნდა დაინტერესდნენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი ვფიქრობთ ამ ამბავს რიგითი ადამიანების გარდა სკმაოდ ცნობილი პიროვნებებიც გადაყვებიან. ამ თემას "ივერიონი" დაინტერესდა, ინფორმაციას, თუ რა ხდება რეალურად სენაკის ბავშვთა სახლში, მკითხველს უახლოეს დღეებში მივაწვდით. პოსტი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცლდა უცვლელად გთავაზობთ.

 

"საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ.ირაკლი ღარიბაშვილს,სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს,და საქართველოს ყველა უწყებას.მოგმართავთ თხოვნით სენაკის შ.შ.მ ბავშთა სახლის ბენეფიციარები.

მოგახსენებთ რომ,ჩვენს დაწესებულებას უზის სოციალური სააგენტო.ფულის გამო გაყიდეს ბავშვები 600 ლარის გულიზე,მინდობით აღზრდაში.აბა შეუწყვიტონ ფულის გადახდა იმ ოჯახებს ვისაც ეს ბავშვები ყავთ ოჯახებში ეგრევე გამოაგდებენ ,ფულის გამო რას არ აკეთებენ გამდიდრნენ ისეთი ბავშვები გაყავთ რომლებსაც მეტყველება და სიარული არ შეუძლიათ,აბა ჩვენისთანა მოსიარულე და მოაზროვნე ბენეფიციარებს ხელს ვერ კიდებენ იციან რომ ჩვენ არ გავიყიდებით, მინდობით აღზრდაში გაყვანილ ბავშვებს დღეში 2-ჯერ აძლევენ საკვებს,აქ კი ჩვენთან 4-ჯერადი კვება აქვთ,და ფსიქოტროპულ წამლებს ალევინებენ რომ ხელი არ შეუშალონ და ნახევრად მთელი დღე ძინავთ.

ბატონებო არიან კიდე ისეთი ბენეფიციარები რომლებიც მიჯაჭულები არიან საწოლს და ზონდით ეძლევათ საკვები,რო ამბობენ სიკეთეს ვაკეთებთო მაშინ ეგეთი ბენეფიციარები რატო არ მიყავთ,მათ ხელს უწყობს სოციალური სააგენტოს მუშაკები.1000 ლარი რომ მისცენ მაინც არ მოკიდებენ ხელს, მაგენი სპეციალურად არჩევინებენ ისეთ ბენეფიციარებს რომლებიც ვერ ლაპარაკობენ. სოციალურის მუშაკები ატყუებენ ბავშვებს ასეთი შემთხვევა ბევრჯერ იყო ჩვენთან, ეგენი სცდილობენ რომ რამენაირად დაიხუროს ჩვენი დაწესებულება,რომელიც არის ყველანაირად უზრუნველყოფილი,აქ არაფერი არ გვაკლია,არც ჩაცმა არც დახურვა არც კვება.18 წლამდე გაყავთ ეს ბენეფიციარები და მერე მაინც ისევ მთავრობას ხომ უბრუნებენდა მანამდე კი ამ ფულით თავიანთ ოჯახებს ამდიდრებენ,და ბინებს ყიდულობენ, საწყალ ბენეფიციარებს კი მონებივით ყიდიან. მათ მარტო ამათი ფული აინტერესებთ თორე ეს ბავშვები საერთოდ არ ედარდებათ.ჩვენი სურვილია რომ ეს ბავშვები ნამდვილ დედ-მამას რომ მისცენ ოჯახში და მათ რო გადაუხადონ ეს თანხა ვინემ სხვას ყავდეს.

ბატონებო მათ უნდათ რომ დახურონ ეს ბავშთა სახლი და მაშინ გახსნან მოზრდილთა და მოხუცთა თავშესაფარი, ჩვენ დარჩენილი ბენეფიციარები რომლებსაც უკვე გვისრულდება 18 წელიწადი არსად არ გვინდა წასვლა ჩვენ აქ გავიზარდეთ, და ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ თუ მართლა აპირებენ ამ დაწესებულების დახურვას ეს სურვილი მაინც აგვიხდინეთ და გახსენით მოზრდილითა და მოხუცთა თავშესაფარი.

იმედია ყველა უწყება წაიკითხავთ ამ წერილს და გულთან მიიტანთ ჩვენს გულის ტკივილს და ამოგვიდგებით გვერდში და გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას და არ დაგვიხურავთ ამ დაწესებულებას და ჩვენ ყველა ბენეფიციარები თქვენი მლოცველი ვიქნებით.

წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისა და თანადგომისთვის,ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი.

დიდი პატივისცემით სენაკის შ.შ.ბ სახლის ბენეფიციარები:

ნიკა ბენდუქიძე, გურამი გიანაშვილი,ინგა გაბედავა, უჩა ოსეფოვი,პეტრე ავალიანი, გრიგოლი აკობიანი, ნათია მინდიაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: