Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
18-02-2015, 19:26
ნანახია: 1017

მანანა ნაჭყებია: „სააკაშვილის გამოსვლა ყალბი და პათეტიკური იყო, ხოლო განცხადებები უზუსტო და ცრუ“

"ივერიონს" ესაუბრება "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია

-ქალბატონო მანანა, როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას "რუსთავი 2-ზე"?  მის მიერ ხელისუფლებაში დაბრუნების დაქადნება მუქარა იყო თუ ყალბი რიტორიკა?

-ჩემი აზრით, სააკაშვილის გამოსვლა ზედმეტად პათეტიკური და  ყალბი იყო, ხოლო განცხადებები - უზუსტოც და ცრუც, თუმცა იყო რამდენიმე საკითხი, რომელშიც მას აბსოლუტურად ვეთანხმები. 

პროტესტის გრძნობა განსაკუთრებით  მაშინ გამიჩნდა, როცა თქვა, ჩემი პრეზიდენტობის დროს ადამიანთა უფლებები დაცული იყოო. გეგონება, ის უამრავი ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, აქეთ-იქით რომ ფრიალებდა, არ ასახავდა ადამიანთა დარღვეულ უფლებებს!

 ივანიშვილის ხელისუფლების არჩევნების გზით წასვლას და "ნაციონალების" ხალხის ნებით დაბრუნებას, არაპერსპექტიულად ვუყურებ. მართალია, "ქართული ოცნების" რეიტინგი დაცემულია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობით ვერ გაიმარჯვებენ, თუმცა "ნაციონალური  მოძრაობის" დაბრუნება გამორიცხულია. იმედი მაქვს, მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და სანდო.

-არის თუ არა უკრაინა აშშ-სა და რუსეთის საჯილდაო ქვა და რა პირი უჩანს იქ მიმდინარე მოვლენებს. აგრეთვე, გახდება თუ არა სააკაშვილი აშშ-რუსეთის "დიდი გარიგების " ერთ-ერთი ხელშემშლელი?

-უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს პრობლემის იარაღით გადაჭრისკენ უბიძგებს. რუსეთი ისე იქცევა, რომ აშშ-სა და ევროპას სხვა გზას არ უტოვებს. უკრაინას საჯილდაო ქვად მისი ადგილმდებარეობა აქცევს ევროპის ცენტრში და მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება მთელი ევროპისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

სააკაშვილის ფაქტორი სულაც არ არის განმსაზღვრელი აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობაში. უკრაინა დღეს ცაიტნოტშია, მას არც კადრები ჰყავს იქ არსებული მძიმე ვითარების განსამუხტად - ქვეყანა კორუფციაშიც იხრჩობა, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანი გახდა ეფექტური რეფორმების გატარება. ჩვენ კი, გვინდა თუ არა ეს, უნდა ვაღიაროთ, რომ სააკაშვილის მთავრობას მართლაც ასეთად იცნობენ და, აქედან გამომდინარე, არც მიკვირს უკრაინის საკადრო პოლიტიკის. 

საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა ყოფილი "რესპუბლიკელი" ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს. თქვენი აზრით, იყო თუ არა ის საუკეთესო 27 კანდიდატთაგან, მით უმეტეს, მას მხარს არ უჭერენ "ნაციონალები"?

-ჩვენ ამ პოსტზე ჩვენი კადრი არ წარგვიდგენია, რადგან იდიოტური იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ "ახალი მემარჯვენეების" კადრს ვინმე ანგარიშს გაუწევდა. რაც შეეხება ნინო გვენეტაძეს, ის   და სხვა მოსამართლეები "ნაციონალური მოძრაობის" დროს არასწორად იდევნებოდნენ. მაშინ ნინომ პრინციპულობა გამოიჩინა. ეს თვისება, კვალიფიკაცია და არაპოლიტიკურობა (დღეს არ აქვს კავშირი "რესპუბლიკურ პარტიასთან") მას აბსოლუტურად მისაღებს ხდის ამ თანამდებობისათვის. 

 

ესაუბრა ია ჯღარკავა