Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
19-02-2015, 16:25
ნანახია: 862

თამარ ბერუჩაშვილი: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია

 ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია, განცხადება ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა.

"მე შემიძლია დავადასტურო მკაფიოდ და ცხადად, რომ საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი. ეს ეფუძნება ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს და ურყევ ნებას. რეალურად, ამ საკითხების გადაწყვეტა, შეთანხმება და პროგრესი არის შეთანხმება საქართველოს და ნატო-ს, ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წელს, ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


მისი თქმით, საქმეები, რეფორმები და კონკრეტული ნაბიჯები იქნება პასუხი სკეპტიკოსების იმ კითხვაზე, რომელიც ამ მიმართულებით კიდევ გაისმის.