Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
20-02-2015, 13:17
ნანახია: 803

რომან გოცირიძე: ვინ ეკითხება მთავრობას ამას!

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე  მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის თანახმად ბიზნესის ნაწილს გადასახადები აპატიეს. გოცირიძე მიიჩნვს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები პარლამენტის თანხმობით და კანონით უნდა განხორციელდეს.


ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით ის სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც დაიწყო 2008 წლის აგვისტომდე და დღემდე არ დასრულებულა,  სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისაგან, კერძოდ, დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან.

"მთავრობამ ბიზნესის ცალკეულ სახეობებს გადასახადები აპატია.ვინ ეკითხება მთავრობას ამას! ან როგორ განსაზღვრა, რომელს ჩამოაწეროს და რომელს არა.ნებისმიერი ასეთი შეღავათი უნდა იყოს მიღებული პარლამენტის თანხმობით, მხოლოდ კანონით და კონკრეტული ფირმების დასახელებით.
თითქმის მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება იქნა ჩამოწერილი გასულ წელს. მიზეზი ყოველთვის მოიძებნება, როგორც პატრიოტული, ასევე ეკონომიკური".