Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
23-02-2015, 12:18
ნანახია: 406

არაადეკვატური მთავრობა და აღშფოთებული ნაციონალები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, მთავრობა არაადეკვატურად იქცევა. ასე შეაფასა დეპუტატმა მთავრობის კანცელარიაში მომხდარი შეკამათება, რომელიც მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე მოხდა.

სერგო რატიანი და პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

სერგო რატიანის შეფასებით, მთავრობის წევრებმა დაკვირვებით უნდა წაიკითხონ საქართველოს კანონები, რადგან მასში წერია, რომ უმცირესობას აქვს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება.

"ჩვენ გვაინტერესებდა ამ მოცემულ, რთულ სიტუაციაში რა საკითხებს განიხილავდა მთავრობდა და მართლა მუშაობდა თუ არა იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისული სიტუაციიდან," - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა.

 შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დაწყების წინ შელაპარაკება მოხდა ნაციონალური მოძრაობის წევრსა და მთავრობის საპარლამენტო მდივანს შორის.

უმცირესობის წევრმა ვერ მოახერხა მთავრობის სხდომაზე შესვლა, თუმცა მათ მთავრობის საპარლამენტო მდივანს გადასცეს ის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მათი განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს.