ლაშა ამირეჯიბი: ბატონო ირაკლი, თავდაცვის მინისტრობას რომ თავი დავანებოთ, თქვენ დიპლომატიც იყავით და მეტი მოგეთხოვებათ!

ლაშა ამირეჯიბი: ბატონო ირაკლი, თავდაცვის მინისტრობას რომ თავი დავანებოთ, თქვენ დიპლომატიც იყავით და მეტი მოგეთხოვებათ!

ქართველი ერი ძალიან ძველი და ძვირფასი ისტორიის პატრონია. დღევანდელ ამბებზე ბევრად უარესი სირთულეებიც გადაგვიტანია და თუ აქამდე მოვაღწიეთ, ეს ჩვენი წინაპრების სიბრძნეზე მეტყველებს. ბათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო. ეს სიბრძნე ალასანიას განცხადებამ გამახსენა: კერძოდ, მის სიტყვებს თუ გავიმეორებ, როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ შენ ერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებისკენ, სწორედ მის ინფრასტრუქტურას (საგარეო პოლიტიკურს) იმ ადგილის გასახევად მომართავს!

ბატონო ირაკლი, თავდაცვის მინისტრობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ დიპლომატიური გამოცდილება ხომ გაქვთ? ხო და მიპასუხეთ, თუ სხვა არაფრის, მაპატიეთ და ერთი ადგილი არ გაქვთ, ჭკუა მაინც იხმარეთ - მაინცდამაინც არც ადრე გვქონდა საკმარისი ძალა, მაგრამ ქვეყანა ხომ გადავარჩინეთ. თქვენ როცა დასავლეთისკენ მიგვითითებთ და თან ამბობთ, რომ ჩვენს ვაშლსა და მწვანილს ევროპაში გავყიდითო, არ გახსენდებათ ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოს ბორჯომი და ღვინო გადაარჩენსო.

რაღაც არ მახსოვს, თავქუდმოგლეჯილი მოვარდნილიყო ვინმე ჩვენთან  და ბორჯომი და ღვინო მოეთხოვოს.

ეკონომიკას სიჩქარე და ტრაბახი არ უყვარს. ვის უნდა შენი ვაშლი და მწვანილი ევროპაში? გლეხკაცს ვერ მოატყუებთ, ბ-ნო ირაკლი. იმ გლეხს ევროპაში ვაშლი  არასდროს არ გაუყიდია და ვერც ახლა გაყიდის - მას ისევ რუსული ბაზარი ურჩევნია, მართალია, მწირია, მაგრამ ნაღდი!

ამიტომ, თქვენი დიპლომატიური ჭკუა და გამოცდილება იქითკენ მიმართეთ, რომ გლეხს  ამ დასავლეთის რწმენა შეუქმნათ. თქვენ ამბობთ, დასავლეთი ჩვენი ურყევი გზააო. მაპატიეთ, მაგრამ ეს ის დასავლეთი არაა, რომელიც ხელს აფარებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დამნაშავეებს, ევროპის პოლიციას კი მათი არდაკავების და ექსტრადირებაზე უარის თქმის რეკომენდაციას აძლევს?

მგონი ეგ ის დასავლეთი უნდა იყოს, რომელმაც უკრაინაში ქართველი არშემდგარი და დამნაშავე „რეფორმატორები“ მაღალ თანამდებობებზე წამოასკუპა, რამაც არა მარტო ჩვენი, უკრაინის საზოგადოებაშიც უკმაყოფილება გამოიწვია? გადახედეთ მათ რეაქციას ფბ-ზე - ეს ხომ ირიბად ჩვენ ქვეყანას ურტყამს?!

რა ვქნათ, დაუჯეროთ პრესაში გამოჟონილ ინფორმაციას, რომ ამ მკლელი-რეფორმატორების მობრუნებას აპირებენ და რევანშის ასაღებად საქართველოში შემოუძღვებიან?

ისიც ხომ არ დაგავიწყდათ, ვის რეკომენდაციებს ითვალისწინებდა სააკაშვილი და მისი გუნდი? მგონი სისხლის გუბეებიც უნდა გახსოვდეთ რუსთაველის გამზირზე - თუ ფიზიკურად მომსწრე არ იყავით, ტელევიზიით მაინც არ გინახავთ?!

გაიხსენეთ, რომელი ქვეყნის ელჩმა აუნთო სისხლიან რეფორმატორებს მწვანე შუქი? რომელი სახელმწიფოს სპეც-სამსახუებს დააბრალა შეშინებულმა სააკაშვილმა 26 მაისის სისხლიანი ღამე, 7 ნოემბრის სასტიკი დარბევა და ა.შ.?

ბ-ნო ირაკლი, რუსეთუმეობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ეჭვი ძალიან მეპარება დასავლეთის ერთგულებასა და სიყვარულში!..  ამბიციებით სავსე პოლიტიკოსებმა უნდა ამიხსნათ მე და ქართველ ხალხს, „დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ქვეყანა“-მ მსოფლიოს პოლიციელის სახელი რატომ დაიმკვიდრა? რუსეთი  ევროპის ჟანდარმი რომ ყოველთვის იყო, ამას რუსი კლასიკოსებიც და მემატიანე-ისტორიკოსებიც აღიარებენ. ვიცით, „გარეული მხეცია“, მაგრამ... ხომ გაგიგიათ, შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველსო! საგარეო პოლიტიკის სიცრუის ზღვაში მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვიყოთ სიმართლის კუნძული? არ ჯობია ჩვენ შიდა საქმეებს მივხედოთ და უცხო ქვეყნის პირდაპირ ვასალობას თავი დავანებოთ - იქნებ მაშინ უცხოეთის პატივისცემას უფრო დავიმსახურებთ?

რაც შეეხება რუსეთს, იგი ნატოს საწვრთნელი ბაზების მშენებლობას ასე ადვილად არ გადაყლაპავს, იქნებ ამაზეც გეფიქრათ. მსოფლიო პოლიტიკური ვითარება ამის საშუალებას არ გვაძლევს! უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რისი საშუალება და შნო გვაქვს! თავს ზემოთ ძალა არ არის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: