Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (8)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
14-11-2012, 15:29
ნანახია: 1049

რას დაპირდა რასმუსენი ივანიშვილს?

„ბატონი რასმუსენისგან მივიღეთ დაპირება, რომ დეკემბერში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელზეც ჩვენი მხირდანაც იქნებიან წარმომადგენლები, აუცილებლად გაკეთდება კარგი აქცენტი ამასთან დაკავშირებით“. 


ეს განცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


"კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნებით ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა, ძალიან საინტერესო გზავნილი მივეცით საერთაშორისო თანამეგობრობას და ნატოს წევრ ქვეყნებს“, - განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან ივნიშვილმა წუხილიც გამოთქვა ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადების გამო, თუმცა, როგორც თავად განმარტა, გენერალური მდივნისგან დაპირება მიიღო, რომ ვიზიტი საქართველოში აუცილებლად შედგება.


"დიდი წუხილი გამოვთქვი სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. ბატონმა გენერალურმა მდივანმა დამარწმუნა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში ისევ განიხილება და კომიტეტის ვიზიტი საქართველოში აუცილებლად შედგება. ამავდროულად, მე პირადად დავპატიჟე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ინტეგრაციას ნატოში", - განაცხადა ივანიშვილმა.