Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
26-02-2015, 10:27
ნანახია: 2983

ლაშა ამირეჯიბი: ბატონო ბიძინა, სასწრაფოდ გასაწმენდია სუს-ის რიგები „ნაციონალების“ ინფორმატორებისგან!

ბატონო ბიძინა, სამწუხაროდ, ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ ვერ დაგეგმავ. ორი დიდი დაბრკოლება მოაქვს რეალობას: ცრუ ინფორმაცია და ადამიანის დაუოკებელი სიხარბე. ამ გაყალბებულ რეალობაში აღმოცენდებიან ხოლმე მურმან დუმბაძეები, რომელთა ერთგულების პალიტრა მხოლოდ მწვანე ფერებს შეიცავს. დღესდღეობით მხოლოდ ფული და ძალა ხარობს ქვეყანაში. ორთავე, სამწუხაროდ, „პოსტ-ნაცების“ ხელშია.

ბატონო ბიძინა, ნათქვამია, მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა - მორჩით „ნაცებთან“ კეკლუცობას, ენდეთ ზოგჯერ მომაბეზრებელი, მაგრამ ერთგული ხალხის ჩივილს. მოაშორეთ ქვეყნის ნიადაგს „ნაცსარეველა“. მაშინ არ დაგჭირდებათ მინისტრთა კაბინეტში ხშირი კარუსელების მოწყობა, რადგან საზოგადოებისთვის ეკონომიკური სიძნელეები არის აღელვების გამომწვევი, მაგრამ არა მთავარი მიზეზი.

მე კი, ძველებურად, რეალობას გაგიმხელთ და არაერთხელ აღსრულებული პათოსით გეტყვით: დეზინფორმაციას გაწვდიან, ბატონო ბიძინა! რა ქნას მჭედლიშვილმა, როცა მასთან  უკვე გაყალბებული ინფორმაცია მოდის. ანუ, სუს-ის ჟარგონით რომ ვთქვად: როგორც ყიდულობს - ისე ყიდის!

აჭარისა და გურიის სიურპრიზების მომზადება ხომ უნდა სცოდნოდა ადგილობრივ სპეცსამსახურებს?! ამიტომ აქვს ამ სამსახურს ასეთი თავსართი, „სპეც“, რომ დროზე მოიპოვოს და გადასცეს ინფორმაცია მთავარ ოფისში. რაც მთავარია, გადასცეს ინფორმაცია თავსართი „დეზ“-ის გარეშე!

სიტყვა „დეზი“ ტყუილად არ წამომცდა. ვის შეუძლია ამ „დეზ“-ების შეთხზა? აჭარის „სუს“-ის უფროსის დროებითი შემსრულებელი ბ-ნი უჩა შანიძე გახლავთ. მან წინა რეჟიმის ხანაშიც მუშაობა კუდ-ის უფროსის (პატარიძის) მოადგილეობით დაიწყო და ლევან ვარშალომიძის აპარატის უფროსად გააგრძელა. დამეთანხმებით, ასეთი ჩაუძირავი მხოლოდ დიდი პროფესიონალი შეიძლება იყოს! მითუმეტეს, მას უნდა სცოდნოდა თურქეთში ნაც-ლიდერების არაერთი შეხვედრის შეასახებ. ასევე უნდა სცოდნოდა მურმან დუმბაძისა და მისი თანამოაზრეების საბოტაჟის მოწყობის სამზადისიც.

ცოტა უცნაურია ბ-ნი პრემიერის უკვე აღსრულებული ფაქტის წინაშე დაყენება. რატომღაც ბ-მა მირიან მჭედლიშვილმა ძველდროინდელ და საკმაოდ ოდიოზურ „კუდ“-ის თანამშრომლებს ნდობა გამოუცხადა!

გაეცანით ერთ-ერთი მათგანის, გია ჩიხლაძის, ნამსახურების ნუსხას. მისი ინფორმაცია ოფიციალურ რეგისტრაციის გარეშე პირდაპირ მიდიოდა ვ. მერაბიშვილთან, ა. მესხელთან და ვ. ლილუაშვილთან. ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა „ქართულ ოცნებაში“ აგენტების ჩანერგვას ან მათი წევრების გადმობირებას. სამწუხაროდ, დღეს ამ აგენტების შესახებ ინფორმაცია გააჩნია მხოლოდ მას, ვ. ლილუაშვილს და მიმალვაში მყოფ დათა ახალაიას.

სწორედ ჩიხლაძის სამმართველო ახდენდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლების, მათი ოჯახების, ახლო ნათესავების ფარულ გადაღებებს. გ.ჩიხლაძის პირდაპირი კურატორი იყო და დღესაც არის ბ-ნი ვაჟა ლილუაშვილი, რომლის ყოფილი მთავარი სამმართველო სრული შემადგენლობით გადმობარგდა ახალ „სუს“-ში. მათ მიერ ხელოვნურად იბლოკება კომუნიკაცია ცენტრთან, ხოლო ძველ ხელისუფლებას საინტერესო მონაცემები ვ. ლილუაშვილის გავლით მალევე მიეწოდება.

ერთხელ საუბრისას ბ-ნ მირიანს უხსენებია სიტყვა „რეკომენდატორი“. ანუ ის, ვინც პასუხს აგებს თანამდებობაზე დასანიშნი ადამიანის ვარგისიანობაზე. ეს პრინციპი, ასე თუ ისე, კომუნისტების დროს მუშაობდა. ძალიან საინტერესოა, ვინ გაუწია რეკომენდაცია გ.ჩიხლაძეს ბ-ნ მირიანთან?

ერთი კი ზედმიწევნით ზუსტად ვიცი, სანამ ბ-ნ მირიან მჭედლიშვილის ნდობით აღრჭურვილი პირი გ. ჩიხლაძე იქნება, იქამდე „სუს“-ის ყველა მოქმედება ვაჟა ლილუაშვილის საინფორმაციო ბანკში მოიყრის თავს.

ამასთან ერთად, ძალიან დიდი ალბათობით, გ. ჩიხლაძე და ნაცების სხვა გულშემატკივრები გამართული ინფორმაციის სახით არაერთ „დეზ“-ს შეუგდებს ბ-ნ მირიანს! ამიტომ ლოგიკურად ვასკვნი, რომ ბ-ნ მირიან მჭედილიშვილთან შემოსულ და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საიმედოობა აკლია!

აქედან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული რეალობა მახინჯდება და თქვენ და მთლიანად ხელისუფლებას ცრუ ინფორმაცია მოგეწოდებათ.

მეგობრებო! როგორ ფიქრობთ, ვაჟა ლილუაშვილის გამოზრდილმა გია ჩიხლაძემ შეიძლება სუს-ის უფროსს სიმართლე მოუყვეს? აი ზუსტად ამ ე.წ. „სიმართლით“ ჯერ აჭარაში დავკარგეთ უმრავლესობა, შემდეგ გურიაში. რომელ ქალაქს დავკარგავთ სამომავლოდ, არავინ იცის, ამიტომ სასწრაფოთ გასაწმენდია სუს-ის რიგები მოღალატე თანამშრომლებისგან, რომლებიც დღემდე ნაცებს გადასცემენ მნიშვნელოვან ინფორმაციას!!!