მიხეილ მაჭავარიანი: არც პრეზიდენტს და არც მთავრობას არ აქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე

მიხეილ მაჭავარიანი: არც პრეზიდენტს და არც მთავრობას არ აქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე

"არც პრეზიდენტს და არც უნიათო მთავრობას არ აქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე ამ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში,"-  ასე ეხმაურება  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.

"ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ პარლამენტში, ორგანოში, რომელიც მსჯელობს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე,  გამართულიყო მსჯელობა  და მთავრობა მოსულიყო გამზადებული გეგმით",- აცხადებს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას საჭიროდ არ მიიჩნევს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, ამ ეტაპისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვიოს, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, რიგგარეშე სხდომა მაინც უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 27 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს.  პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  რომ ამ სხდომას უნდა დაესწრონ  პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერები და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები.

"ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ინტერესს. ამ კრიზისის გათვალისწინებით, სასწრაფო ღონისძიებად მიგვაჩნია, რომ ჩატარდეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომა",-განაცხადა გაბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: