Iverioni
«    აპრილი 2023    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
26-02-2015, 12:02
ნანახია: 1516

ფინანსთა სამინისტროსთან დაწყებული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამინისტროს დაცვამ ფოიეში მყოფი "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი და "თავისუფალი საქართველოს" წევრი ბეჟან გუნავა შენობაში არ შეუშვა, რასაც დაცვასა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირიპირება მოჰყვა. ირაკლი ღლონტი აცხადებს, რომ მას უფლება აქვს შევიდეს მის მიერ არჩეულ ფინანსთა მინისტრთან, დაცვის თანამშრომლები კი განუმარტეს, რომ ამისთვის საშვები ჭირდებათ.

 ფინანსთა სამინისტროს წინ აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით - "შემოულაწუნე". აქციას "თავისუფალი საქართველოს", "რეფორმატორებისა" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები მართავენ. ისინი ფინანსთა სამინისტროს შენობასთან დროშებით და პლაკატით მივიდნენ. პლაკატებზე გამოსახულია ერთლარიანი კუპიურა, ნოდარი ხადურის თავით.

 

http://iverioni.com.ge/uploads/posts/2015-02/1424938001_rustavi2hq26-02-2015_12_04_21.jpg