ნოდარ ხადური: ნავთობპროდუქტების სექტორი ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელია

ნოდარ ხადური: ნავთობპროდუქტების სექტორი ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელია

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა  შეხვედრა ნავთობპროდუქტების  სექტორის წარმომადგენლებთან გამართა.

როგორც ცნობილია შეხვედრებზე განიხილეს  ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დარგის განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის  განხორციელებული საკადრო ინიციატივები, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონის მიღებას, ასევე ახალი ინიციატივები დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგების პროცედურების გამარტივების მიმართულებით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ნავთობპროდუქტების სექტორი მნიშნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტში ერთერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია, ამდენად აუცილებელია, გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთი მხრივ, გათვალისწინებული იყოს ბიზნესის ინტერესები, მეორე მხრივ, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: