Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
27-02-2015, 12:20
ნანახია: 1228

თუ ამერიკა და ევროპა ჩვენი პარტნიორია, გვასესხონ 1 მილიარდი მინიმალური პროცენტით, ან უპროცენტოდ და გამოგვიყვანონ კრიზისიდან!

ეს პატარა წერილი „ივერიონს“ ერთ-ერთმა ერთგულმა მკითხველმა გამოუგზავნა, მაგრამ გარკვეული მოსაზრების გამო (საჯარო მოხელეა) ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

ამერიკამ და ევროპამ ხომ დაუწესა რუსეთს ეკონომიკური სანქციები, ვინ იზარალა ამით?

ამით ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის ეკონომიკა, რამაც ავტომატურად გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის დაზარალებაც!

ჯერ მარტო ის კმარა, რომ 800 000 ქართველი რუსეთშია და ვეღარ გამოაგზავნეს საქართველოში მყარი ვალუტა, რამაც ერთგვარად საქართველოში მყარი ვალუტის დეფიციტი შექმნა.

არადა, ისეთ ქვეყანას რა ვუთხარი, უცხოეთში გადახიზნული თავისი მოქალაქეების მიერ გადმორიცხული დოლარების იმედზე რომ ექნება მიბმული თავისი ეკონომიკა და მასზე რომ იქნება დამოკიდებული ვალუტის სიმყარე!!!!

საქართველოს მთავრობას, მათ შორის, ე.წ. ოპოზიციის ნაწილს, ხომ უხაროდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები - ამან საქართველოც დააზარალა.

ხომ ავუბით ამერიკას და ევროპას მხარი ამ საქმეში? დაგვეხმარონ ახლა და გვასესხონ 30 წლით 1 მილიარდი ყველაზე დაბალი პროცენტით, ან უპროცენტოდ, თუ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები არიან, თუ არადა, არ ყოფილან ჩვენი მეგობრები და ავიღოთ კურსი მაგალითად იაპონიისკენ და ავსტრალიისკენ!