Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
28-02-2015, 10:59
ნანახია: 830

გიორგი თევზაძე: იმედია  საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს

რუსეთის მხრიდან საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის მოთხოვნას, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ეხმაურება.  უფლებადამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ. 

"მედიის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში აფხაზეთის რკინიგზის თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კარასინთან შეხვედრის ფორმატში ახალი არაფერი არ განხილულა. თუმცა ადრეც გვსმენია მათი აზრი, რომ თუ საქართველოს მხარე დაინტერსებულია რკინიგზის ამ მონაკვეთის მოქმედებით, ჩვენ უნდა მივმართოთ აფხაზებს და მათთან მოვილაპარაკოთ. ჩვენი პასუხი ადრეც იყო და ახლაც არის ის, რომ ეს არის საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზა და ამ საკითხზე საუბარს აფხაზებთან არ ვაპირებთ,"- განუცხადა ზურაბ აბაშიძემ მედიას," თუმცა პოლიტიკური მიმომხილველი და ექსპერტის ბატონ სოსო ცისკარიშვილი სულ სხვა განცხადებას აკეთებს მედიასთან, როგორც საზოგადოებისათვის ხდება ცნობილი ბატონ სოსო ცისკარიშვილს კომენტარიდან - კერძოდ მას აქვს ინფორმაცია ,რომ "კრემლმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, რომ 2011 წლის ხელშეკრულების შესრულების სანაცვლოდ სარკინიგზო მარშრუტი მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი გაიხსნას. ჩემთვის კითხვას წარმოადგენს ის ფაქტი, რომელიც თავდაპირველად გაჟღერდა, რომ ამ შეხვედრის მთავარი საკითხი იქნებოდა ის, რომ შვეიცარიული კომპანიის მიერ დაწყებულიყო იმ გადაწყვეტილების შესრულება, რა პირობაც რუსეთმა 4 წლის წინ დადო და ჯერაც არაფერი გაუკეთებია. ჩემთვის უფრო საკვირველია ის, რომ არც ყოფილი და არც მოქმედი ხელისუფლება, საერთოდ არ სვამდნენ ამ კითხვას, არ ახსენებდნენ რუსეთს ასეთ ვალდებულებას. უცებ აღმოჩნდა, რომ ეს თემა მთავარია ამ მოლაპარაკებებში. მაგრამ ძირითადი, ჩემი აზრით, არის ის, რაც კულუარებში არსებობს და არა მხოლოდ კულუარებში, ღია მედიაშიც იყო ამაზე საუბარი, რომ მორიგი უტიფარი ულტიმატუმი წაგვიყენა კრემლმა. კერძოდ, თუ გვინდა, რომ მათ შეასრულონ ეს ვალდებულება, თურმე სანაცვლოდ უნდა გაიხსნას სარკინიგზო მიმოსვლა მარშრუტით მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი. მე მგონი, გავიდა დრო მათგან ულტიმატუმების მოსმენის" აღნიშნავს ბატონი სოსო ცისკარიშვილი , ძნელია არ დავეთანხმოთ მას, რაც თავისთავად საფრთხის შემცვლელი იქნება საქართველოსათვის ამ პროექტის განხორციელება რომლის შემდეგ რუსეთის სამხედრო ნაწილების სრული კომფორტით ალბათ შემობრძანება დედაქალაქის ცენტრში,მისთვის ეს ორმაგი სიამოვნება იქნება, უპრობლემოდ გადაიყვანს საჯარისო ნაწილებს და გადაიტანს ნებისმიერ ტვირთს ერევანში. რაც, რასაკვირველია, გააღიზიანებს აზერბაიჯანს რაც მისცემს აზერბაიჯანს ეჭვის საბაბს ხომ შეიძლება შედიოდეს სომხეთში საქართველოს გავლით რუსეთის შეიარაღება რითაც ჩვენთვის არასახარბიელო შედეგით დამთავრდება, რამაც შეიძლება საბოლოვო ჯამში გამოიწვიოს საქართველოსთვის აზერბაიჯანს დავკარგვა ან სერიოზული ბზარი გააჩინოს ურთიერთ პარტნიორულ ურთიერთობებში, როგორც სჩანს ასეთი გეგმის ფინალიც შედის რუსეთის ინტერესებში თავისთავად თუ სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება აფხაზეთის გავლით მარტო რუსეთისთვის იქნება სასარგებლო ჩვენს ქვეყანას არაფერს შესძენს თუ არ დააზარალებს მითუმეტეს დღეს საქართველოს ძირძველი რეგიონი აფხაზეთი სამაჩაბლოსთან ერთად ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ხოლო აფხაზეთშიც მომქმედებს რუსეთის მიერ დასმული მარიოტული ეგწ. ხელისუფლება რომერლიც გაახმოვანებს რუსეთის მიერ მიწოდებულ პოზიციას.. . საინტერესოა აფხაზეთში ვის უნდა ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებამ...? ვიმედოვნებთ რუსეთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება მიღებული საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ბრძნული პოლიტიკური გადაწყვეტილება ,რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს ინტერესებთან - აღნიშნავს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.