Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
28-02-2015, 21:04
ნანახია: 863

"ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს რუსთაველზე 21 მარტს ელოდება. საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გააპროტესტებს.

 

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტში ჩაშლილი სხდომის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

 

"მთავრობა არის სრულიად უმოქმედო და არ გააჩნია მწყობრი გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. მეტიც, უკვე თვეებია, უარს აცხადებს იმ გეგმის განხილვაზე, რაც მომზადებული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და არის ერთადერთი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც დღეს არსებობს. ქვეყნის რეალური მმართველი ივანიშვილი ცინიკურად მოუწოდებს გაჭირვებულ მოსახლეობას, დაიქირაონ ბანკირები და ისწავლონ ფულის დაბანდება. ის დასცინის მოსახლეობას და ამ დაცინვას "ქართული ოცნება" კვერს უკრავს.  მთავრობა აღარ უსმენს ხალხს და ჩვენ გვსურს, გავაგონოთ მას ხალხის ხმა," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

 

"ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას მოუწოდებს,  21 მარტს აქციაზე მივიდნენ და შეუერთდნენ მათ მოთხოვნას "უნიათო მთავრობის გადადგომის" შესახებ.