ალექსი პეტრიაშვილი: ზურაბ აბაშიძეს ძალიან მძიმე დრო დაუდგა

ალექსი პეტრიაშვილი: ზურაბ აბაშიძეს ძალიან მძიმე დრო დაუდგა

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ  საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და დე-ფაქტო პრემიერი ბიძინა ივანიშვილის ხელში  საქართველო ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუქტორად იქცა.


"ზურაბ აბაშიძე, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, იქცა დე ფაქტო პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ხელში ინსტრუმენტად საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხების თვალსაზრისით. ადამიანურად ამაზე ძალიან ვწუხვარ, ვინაიდან როგორც საქმიანი, ისე მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებდა. როგორც ჩანს, ბატონ აბაშიძეს ძალიან მძიმე დრო დაუდგა, ვინაიდან ასეთ კომენტარებს აკეთებს. ეს განპირობებულია რუსეთის მხრიდან გაძლიერებული წნეხით, როგორც პირადად აბაშიძეზე, ისე მის უშუალო კურატორ ბიძინა ივანიშვილზე", - განაცხადა პეტრიაშვილმა


"წლის ბოლო ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალია, მომავალ წელს ნატო-ს სამიტია ვარშავაში, სადაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. წელს უნდა გაიხსნას ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში. ამ ფონზე მთავრობის წარმომადგენლისგან გაკეთებული განცხადება იყო ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის და ძალიან მაამებლური იმ ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისთვის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული", - დასძინა ალექსი პეტრიაშვილმა.


რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მის კომენტარებში ახალი და სკანდალური არაფერი ყოფილა და იგივე პოზიცია გაიმეორა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმ აპატურაიმ, ალექსი პეტრიაშვილის თქმით, "სულ რომ ასე იძახონ ალიანსის წარმომადგენლებმა და ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, იმ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის მიერ, რომლის მთავარი პრიორიტეტი ნატო-ში გაწევრიანებაა, მსგავსი განცხადება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაკომპეტენტურობაა".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: