რომან გოცირიძე: სურათი შეიძლება კიდევ უარესი იყოს

რომან გოცირიძე:  სურათი შეიძლება კიდევ უარესი იყოს

ეკონომიკური განვითარების ცენტირს ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ თუ ისევ ის განმეორდება, რაც ორი წლის განმავლობაში ხდებოდა, კერძოდ, ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვა, შესაძლოა უფრო მძიმე მდგომარეობა შეიქმნას. 

"სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და ზოგადი შეფასებები 100%-ით ემთხვევა იმას, რასაც ვამბობდით აქამდე ჩვენ. ვამბობდით, რომ 2-2.5%-ის ფარგლებში იქნებოდა ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად უნდა მომხდარიყო ბიუჯეტის კორექტირება ან მისი სეკვესტრი. ხარჯები ბიუჯეტს წინ აქვს და თუ ის განმეორდა, რაც იყო წინა ორი წლის განმავლობაში, როდესაც ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდა ძირითადი ხარჯვა, რომელიც მთავარი მაპროვოცირებელი იყო ლარის დაცემისა 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დეკემბერ-იანვარში, ფაქტობრივად სურათი შეიძლება იყოს კიდევ უფრო უარესი",-განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში რამდნემედღიანი ვიზიტის შემდეგ, შემაჯამებელი ბრიფინგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგნებმა გუშინ გამართეს. მათი რეკომენდაციით, დღეისათვის კრედიტის აღება რომელიმე ორგანიზაციიდან სწორი ნაბიჯი არ იქნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: