ვინ არის იდიოტი?

ვინ არის იდიოტი?

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი ქართულ ტელევიზიებს უპირისპირდება. დეპუტატი რუსთავი 2, მაესტროს და იმედს "სიგიჟის და ცოფის" კეთებაში ადანაშაულებს. პარლამენტარის თქმით, ტელევიზიები ისე წარმოაჩენენ სიტუციას, თითქოს დეპუტატები იდიოტები იყვნენ. არნიშნულ ინფორმაციას „პირველი რადიო“ ავრცელებს.
"ტელევიზიები ხელოვნურად ქმნიან აჟიოტაჟს, თითქოს უმრავლესობაში დიდი დაპირისპირებაა. მაგალითად იმედს, რუსთავი2 და მაესტროს რომ გადავხედოთ, კეთდება ერთი და იგივე სიგიჟე და ცოფი. ქართული ოცნების ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ჩვენ იდიოტები ვართ. აი მაგალითად დავით საგანელიძეს ეკითხება იმედის ჟურნალისტი, რატომ ჩაიშალა იურიდიული კომტეტის სხდომა? საგანელიძე პასუხობს-ამის შესახებ ფარქციის თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანს ჰკითხეთო. მოდის ჟურნალისტი და მეკითხება რატომ ჩაიშალა კომიტეტის სხდომაზე, რატომ ჩაიშალაო? ვუპასუხე-პრობლემა არაა, რადგან სხდომა ჩაინიშნება და აუცილებლად ჩატარდება, ოცნების 50-მდე დეპუტატი კოალიციურ რეჯიმში ვმუშაობთ, რომ ჩამოვყალიბდეთ რაღაც აზრი შევაჯეროთ და თუ ასე მოხდა, ეს იქნება კარგი, თუ ვერ იმასაც გავახმოვანებთ და დავსძინე-ყველაფერი კარგად იქნება მეთქი. ჩემი პასუხი დაამონტაჟეს ასე: "ყველაფერი კარგად იქნება". ახლა გეკითხებით, როცა ამას ნახავს ხალხი ხომ შეექმენა შთაბეჭდილება, რომ მე ვარ იდიოტი?!" აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი "ალიასთან" ინტერვიუში.
წყარო "ალია"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: