Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
6-03-2015, 11:01
ნანახია: 1171

ვაჟა ბერიძე: ხალხი შარახვეტიებსა და ტაკიმასხარებს ქუჩაში არ გაჰყვება!

„ივერიონს“ ქვეყანაში შექმნილ ურთულეს პოლიტიკურ სიტუაციაზე, 21 მარტის აქციაზე და „პატრიოტული ალიანსისა“ და ბურჯანაძის შესაძლო გაერთიანებაზე ესაუბრება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.


-“ ბატონო ვაჟა, ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 21 მარტს რუსთაველზე საპროტესტო აქციას გეგმავს. ისინი მთავრობას უმოქმედობასა და ლარის გაუფასურებაში ადანაშაულებენ, რამაც ისედაც გაღარიბებული მოსახლეობა კიდევ უფრო გააღატაკა. “ნაციონალები“ იმუქრებიან, რომ მომავალ არჩევნებს არ დაელოდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ნებისმიერი გზით ეცდებიან ხელისუფლებაში დაბრუნებას.
თქვენი აზრით, რა ვითარებაა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში და რეალურია თუ არა მათი მუქარა?


-რადგან პოლიტიკაში მკითხაობა არ მიყვარს, მირჩევნია რეალობა შევაფასო: „ნაციონალებს“ საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის გამოყენება სურთ - ისინი სოციალური ფონის დაძაბვითაც ისარგებლებენ და, საზოგადოებას თუ ვერ მიიმხრობენ, ძველ მომხრეთა გამხნევებას მაინც შეძლებენ! მათ დარბაზებში ვერაფერს მიაღწიეს და არენა ქუჩაში გადააქვთ. ამით ცდილობენ დესტაბილიზაცია შექმნან, ვინაიდან სტაბილურ გარემოში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. დესტაბილიზაციისთვის თავიანთ აგრესიულ ელექტორატს და იმ მალემრწმენებს გამოიყენებენ, “ქართული ოცნებისგან“ სამოთხეს რომ მოელოდა...
მართალია, საზოგადოების  დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია, მაგრამ იმდენად ბრძენი კია, რომ შარახვეტიებსა და ტაკიმასხარებს ქუჩაში არ გაჰყვეს!
მართალია, „ნაციონალები“ დემაგოგიასაც არ მოერიდებიან, მაგრამ პოლიტიკა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი არ არის, რომ ინაზო, აქ ბრძოლის ველია გაშლილი და ვისაც მეტი ფული და უცხოელ პარტნიორთა ხელშეწყობა ექნება, ხელისუფლებაშიც ის მოვა. თუმცა ესეც არაა მთავარი, რადგან უფრო მნიშვნელოვანი მკაფიო სამოქმედო გეგმის ქონაა, რომლითაც პოლიტიკური დღეგრძელობა მიიღწევა!.. 


-მეორე წელია საუბრობენ ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. კულუარებში კი უკვე საუბარია “პატრიოტული ალიანსისა“ და ნინო ბურჯანაძის გაერთიანებაზე, რომელიც შეიძლება“ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალების“ ჩასანაცვლებლად გამოიყენოს...


-სადაც ინტერესთა თანხვედრაა, იქ “ნაციონალებსაც“  შეუძლიათ “ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა, ბურჯანაძესაც და “პარტიოტულ ალიანსსაც“.
ჯერ ერთი, ფაქტები არ გვაქვს, მათი სატელიტობა რომ დავამტკიცოთ, მეორე, “ქართული ოცნება“ დიდი ძალის მქონეა ივანიშვილის ფაქტორით და მასთან თანამშრომლობა ყველასთვის ხელსაყრელია, მესამე, ბურჯანაძე სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და გვერდით საინტერესო პოლიტიკოსები ჰყავს, მეოთხე, “პატრიოტულმა ალიანსმა“ გვაჩვენა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ესენი სატელიტობას დათანხმდნენ, თუნდაც მილიარდერთან. თუმცა ვნახოთ, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა!


-ბიძინა ივანიშვილი ლარის გაუფასურებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს აბრალებს. თქვენი აზრით, ეს ასეა თუ ექსპრემიერი შეეცადა ამით მთავრობისათვის პასუხისმგებლობა აერიდებინა?!


-ლარის დევალვაციაზე საგარეო და საშინაო ფაქტიორები თანაბრად მოქმედებს. ვერ შევაჩერებთ საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისს, თურქული ლირის დევალვაციას, ომს უკრაინაში, ევროპის მიერ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს, მყისიერად ვერც ექსპორტს-იმპორტს გავზრდით და ვერც  საქართველოში ძალიან შემცირებულ ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობას, ხელი ვერც ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვას შევუშალეთ...  და ლარი შოკამდე მივიდა.  ეროვნული ბანკის ფუნქცია კი ქვეყნის ფინანსური სტაბულირობის შენარჩუნებაა და რადგან ამას თავი ვერ გაართვა, ივანიშვილის არგუმენტირებული კრიტიკაც დაიმსახურა!


-ლარი ასე სწრაფად როგორ გამყარდა, თქვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები აღმოიფხვრა?


-სებ-ს შეცდომებზე მიანიშნეს, მთავრობასთან შეთანხმებულ მუშაობაზე გადავიდა და ლართან დაკავშირებული აჟიოტაჟი და შოკიც ამან მოხსნა.


-რას იტყვით, თბილისის მერიაში წარმოქმნილ პრობლემებზე. ეთანხმებით თუ არა კორუფციაში ეჭვმიტანილი ალექსანდრე მარგიშვილისთვის  ახალი სამსახურის შექმნის აუცილებლობას?


-ამგვარი სააგენტოების ეფექტურობის არ მჯერა, ეს შედეგს არ მოიტანს,  მაგრამ ნარმანიას თუ ჰგონია, რომ ის თბილისსა და მეწარმეობის განვითარებას უშველის, ესე იგი, ასე სჯობს.


მარგიშვილი უსამსახუროდ რომ დაეტოვებინათ, საზოგადოება ამას მის  ბოდოკიასთან კავშირად აღიქვამდა. რა არის გასაკვირი, კორუფცია ყოველთვის იყო და იქნება, მისი აბსოლუტური აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ კარგია, ხელისუფლება კორუმპირებულებს რომ ამხელს და სჯის!

                                 ესაუბრა ია ჯღარკავა