ირაკლი სესიაშვილი: ვიდრე "ნაციონალები" 21 მარტის აქციას დააანონსებდნენ, უშიშროება უკვე მუშაობდა

ირაკლი სესიაშვილი: ვიდრე "ნაციონალები" 21 მარტის აქციას დააანონსებდნენ, უშიშროება უკვე მუშაობდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი 21 მარტს ნაციონალების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდრე "ნაციონალები" 21 მარტის აქციას დააანონსებდნენ, უშიშროება უკვე მუშაობდა

"მედია ბევრს საუბრობდა "ნაციონალების" გეგმების შესახებ და მეტს აღარ დავაკონჯკრეტებ. ყველამ იცის კარგს რომ არაფერს აპირებდნენ, მხოლოს ამას ვიტყვი. ეს ბოროტი ზრახვები უკვე ამოიყარეს თავიდან. დარწმუნდნენ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ეფექტურად მუშაობენ და არ მისცემენ არანაირი პროვოკაციის მოწყობის საშუალებას.

21 მარტს მე ველოდები მორიგ შოუს "ნაციონალებისას", ამის მეტი სხვა ნიჭი ამ პარტიის ლიდერებს არ გააჩნიათ, იმიტინგონ რამდენიც უნდათ, შეუძლიათ 21 მარტსაც მოაწყონ მიტინგი, მერე მოდის 1 მაისი, 9 მაისი და ასე დაუსრულებლად, სამიტინგო თარიღები არ დაელევათ. შეუძლიათ ყოველი თვის 5 რიცხვში გამართონ აქციები, ხუთიანი ხომ მიითვისეს არა?

ვიდრე "ნაციონალები" 21 მარტის აქციას დააანონსებდნენ, უშიშროება უკვე მუშაობდა ამ აქციის უსაფრთხოდ გამართვის, აქციაზე ხალხის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით. ყველაფერი კონტროლდება"- განაცხადა სესიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: