გუბაზ სანიკიძე: "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების ყველა მოლოდინი ვერ გაამართლა

გუბაზ სანიკიძე: "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების ყველა მოლოდინი ვერ გაამართლა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუბაზ სანიკიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების ყველა მოლოდინი ვერ გაამართლა.ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუბაზ სანიკიძემ  თოქ-შოუ "რეაქციაში" ისაუბრა.

"ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების ყველა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლა და ვერც გაამართლებდა. ასე აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ბევრი სუბიექტური ფაქტორი მოქმედებს ჩვენს ქვეყანაზე. მე არ მინდა ციფრებით ვილაპარაკო, უბრალოდ ვიტყვი ძალიან ბევრ რამეს. ჩვენს ქვეყანაში სამი ძირითადი პრობლემა იყო, ეს არის ჯანდაცვის, უმუშევრობის და ვალების საკითხი. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ხელისუფლებას, რომელსაც ამის განხორციელება არ სურდეს. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა უნდა განვიხილოთ. დღეს საქართველოს უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენგან 500კილომეტრში მიდის გრანდიოზული სამხედრპო კონფლიქტი. საქართველო არის იმ რეგიონის ცენტრში, სადაც ძალიან დიდი ცვლილებები შეიძლება მოხდეს და როგორც ჩანს, ამას სისხლიანი სახე ექნება და ეს ვითარება უფრო დამძიმდება", - განაცხადა სანიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: