დავით საგანელიძე: არანაირი დაპირისპირება არ არის!

დავით საგანელიძე: არანაირი დაპირისპირება არ არის!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ელისო ჩაფიძისა და ოთარ აბესაძეს შორის არსებული დაპირისპირების საკითხს ეხმაურება.

 

 "არანაირი დაპირისპირება არ არის. არის გარკვეული თემა, რომელიც უკავშირდება ტყიბულში ერთი-ორი პირის ზედმეტად აქტიურობას, როგორც თავად ელისო ჩაფიძე ბრძანებს. ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას, თუმცა როგორც ელისო ჩაფიძეს შევპირდი, ამ თემაზე გარკვეულ ინფორმაციას მოვიძიებ", - აღნიშნა საგანელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: