პროკურატურა უახლოეს დღეებში იური ვაზაგაშვილის საქმის შუალედურ დასკვნას გაასაჯაროებს

პროკურატურა უახლოეს დღეებში იური ვაზაგაშვილის საქმის შუალედურ დასკვნას გაასაჯაროებს

იური ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც ის ააფეთქეს კიდევ ერთი დნმ-ის კვალია აღმოჩენილი. მედიისთვის უცნობია თუ ეკუთვნის ის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამომძებლებმა აღნიშნული პირი დაკითხეს, თუმცა ბრალი აღნიშნული პირისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. 

 

გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ვრცლად საგამოძიებო ორგანო დღეს არ საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ ბადაშვილის უწყება იური ვაზაგაშვილის საქმეზე შუალედურ დასკვნას უახლოეს დღეებში წარმოადგენს. 

 

 საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებული ამ დროისათვის მხოლოდ ერთი პირი, მოქმედი პოლიციელი, გია სოსანაშვილია. სოსანაშვილი რამდენიმე კვირის წინ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით სოსანაშვილის დაკავება სხვა უტყუარი ფაქტებთან ერთად დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: