რატომ არ ელაპარაკება ბაჩო ახალაია სახალხო დამცველის რწმუნებულებს?

რატომ არ ელაპარაკება ბაჩო ახალაია სახალხო დამცველის რწმუნებულებს?

სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, კიდევ ერთხელ ყურადღებით განიხილოს ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი და ბრალდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ღონისძიება გაატაროს.


ამის შესახებ აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

„ის განთავსებულია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით. მის საკანში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები არიან, რომ N7 დაწესებულებაში ბ.ახალაიას უსაფრთხოება დაცული იქნება. სახალხო დამცველის რწმუნებულებთან გასაუბრებისას ახალაიამ განაცხადა, რომ მის მიმართ არანაირი სახის არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა, ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებს და არც ადმინისტრაციის მიმართ აქვს რაიმე სახის პრეტენზია, თუმცა დაწესებულების სპეციფიკური კონტინგენტიდან გამომდინარე, გამართლებულად არ მიაჩნია მისი N7 დაწესებულებაში განთავსება", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 14 ნოემბრამდე ახალაია ორჯერ მოინახულეს - 2012 წლის 7 ნოემბერს, თბილისის მე-2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, 2012 წლის 9 ნოემბერს, ღამის საათებში მე-8 დაწესებულებაში.  ორჯერვე  ბრალდებულმა უარი განაცხადა სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებაზე.


მათივე თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მე-7 დაწესებულებაში ბაჩანა ახალაია მოინახულეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: