სოსო ცინცაძე: პირდაპირ გვეუბნებიან, თქვენი გულისთვის რუსეთს არ წავეჩხუბებითო!

სოსო ცინცაძე: პირდაპირ გვეუბნებიან, თქვენი გულისთვის რუსეთს არ წავეჩხუბებითო!

პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა, რომ NATO-ს კარზე კაკუნში "ვიღაცა თავში ჩაგვიბრახუნებს" და ეს რუსეთი იქნება.

"რასაკვირველია, მეც ევროპის მომხრე ვარ, NATO-ს მომხრე ვარ, მაგრამ თუ არც ერთში მიღებენ და არც მეორეში, თან ვიცი, რომ მინიმუმ 30 წელი არ მიმიღებენ, მაშინ რა ვქნა, ისლამისტი ფანატიკოსი ხომ არ ვარ, გამოვაცხადო, ან ალაჰი, ან სიკვდილი-მეთქი? როგორ, ჩვენთან ამის გამო თაობები უნდა გაწყდნენ შიმშილით და ომით? იყოს და აკაკუნოს უსუფაშვილმა და აკაკუნონ "ნაციონალებმა". ამ კაკუნში ვიღაცა თავში ჩაგვიბრახუნებს და ეს რუსეთი იქნება. პირდაპირ გვეუბნებიან, თქვენი გულისთვის რუსეთს არ წავეჩხუბებითო, ვეღარ უნდა გავიგოთ?!" - აცხადებს სოსო ცინცაძე.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: