Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
10-03-2015, 12:10
ნანახია: 761

ვალერი გელბახიანი:

ყოფილი პარლამენტარი, ვალერი გელბახიანი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა, აღნიშნულთან დაკავშირებით მან გაზეთ "ალიასთან" ისაუბრა.

 

გელბახიანის თქმით, მას არეულობის მოლოდინი არ აქვს.


"რომ გითხრათ ექსცესებისა და არეულობის მოლოდინი მაქვს, ეს ასე არ არის, რადგან "ნაციონალებისთვის" ეს გარკვეულწილად სასინჯი ღონისძიებაა, დასაწყისი იმ კამპანიისა, რასაც გაზაფხულის მიწურულს ვნახავთ - ქუჩის მოღვაწეობას გააფართოებს და პერმანენტული მანიფესტაციების რეჟიმში გადავა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საერთაშორისო თანამეგობრობის ინსტიტუტებს დაანახებს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა და უალტერნატივო ოპოზიციური ძალის სახით ქვეყანას ჰყავს "ნაციონალური მოძრაობა". დაანახებს იმასაც, რომ ამ ძალას აქვს უნარი გამოვიდეს ქუჩაში, შეკრიბოს ხალხი, მობილიზაცია გააკეთოს და მთავრობას წაუყენოს პრეტენზიები", - განაცახდა გელბახიანმა.