Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
11-03-2015, 13:21
ნანახია: 2183

ვახტანგ ძაბირაძე: საკითხავია, 21 მარტს ვისი მზე დაბნელდება!

„ივერიონს“ 21 მარტს „ნაციონალების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე ესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე.


-ბატონო  ვახტანგ, “ნაციონალური მოძრაობა“  21 მარტს ფართომასშტაბიან აქციას აწყობს და დღევანდელი მთავრობის  გადადგომას მოითხოვს. თქვენი აზრით, რა შედეგი მოჰყვება ამ აქციას?


-“ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მესამედ ატარებს აქციას, რომელსაც არასდროს არაფერი განსაკუთრებული არ მოჰყოლია. ( ამით საზოგადოების მათ მიმართ მხარდაჭერის გადამოწმება სურთ). მართალია, “ქართულ ოცნებას“ ის მხარდაჭერა არ აქვს, რაც თუნდაც ერთი წლის წინ ჰქონდა, მაგრამ საზოგადოება “ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებაზე  ქუჩაში მაინც არ გამოვა. ამ აქციამ შეიძლება “ქართული ოცნების“ სასარგებლოდაც კი  იმოქმედოს და მისი მხარდამჭერები გააერთიანოს!


ბრალდებები, რომლებსაც “ნაციონალები“ “ქართულ ოცნებას“ უყენებენ, სწორია, მაგრამ “ნაციონალებისგანაა“ მიუღებელი...


-“ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია 21 მარტს აქცია მზის დაბნელების მომდევნო დღეს დაამთხვია. როგორ ფიქრობთ, ეს თარიღი სპეციალურად შეირჩა თუ უბრალო უბრალო დამთხვევაა?


-“ნაციონალებმა“ სწორად გათვალეს, როცა “ვარდების რევოლუციის“ თარიღი 23 ნოემბერს დაამთხვიეს. მათ იციან, რომ საქართველოში ეკლესიას ენდობიან და სურდათ მათი ხელისუფლებაში მოსვლა წმინდა გიორგის სახელთან დაეკავშირებინათ, ისევე, როგორც საქართველოს მეფეები უწოდებდნენ თავს ღვთითკურთხეულს. ისე,   21-ში ვისი მზე დაბნელდება,  საკითხავი იქნება!


-როგორ შეაფასებთ თბილისის მერის მუშაობასა და ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ახალ სააგენტოს, რომელმაც წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარება უნდა შეუწყოს ხელი?


-კორუფცია ყველა ხელისუფლებაშია, ხოლო კადრების გადანაცვლების პრინციპი ხელისუფლების შეცდომაა. თავის დროზე სააკშვილიც ასე იქცეოდა - მერაბიშვილი, ბარამიძე თუ ოქრუაშვილი რამდენიმე სამინისტროში მოსინჯა. კადრების შერჩევისა და დანიშვნის მექანიზმი დღესაც არ გვაქვს სახელმწიფოში და ამის შედეგია უთავბოლო გადანაცვლება. მერიაში კორუფცია იყო და იქნება, მაგრამ ასეთ ფაქტებს მერი ტელევიზიებისა და პრესის საშუალებით არ უნდა იგებდეს!..


რაც შეეხება მარგიშვილის ახალ სააგენტოს, ვფიქრობ, მისი შექმნა მიუღებელია, მით უმეტეს, რომ “ცუდი ფონით“ იქმნება.  მერია და ნარმანია ვერავის დააჯერებს, რომ ეს სააგენტო ქვეყანას სჭირდება. ის კი ვიცი, რომ ხელისუფლებამ ასეთი სააგენტოები კი არ უნდა დააფუძნოს,  არამედ ბიუროკრატიული აპარატის შეკვეცაზე უნდა იზრუნოს.

                                                             ესაუბრა ია ჯღარკავა