ვის სთავაზობს უსუფაშვილი ცივ წყალს?

ვის სთავაზობს უსუფაშვილი ცივ წყალს?

"ვინც ნაწყენია, ცივი წყალი დალიოს, ბევრი მაქვს მაცივარში, მობრძანდნენ," - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმრავლესობის შეფასებას რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ და მათ განაწყენებას გიორგი მარგველაშვილზე.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პოლიტიკაში მყოფმა ადამიანებმა ნაწყენობაზე, გაბრაზებაზე, გაბუტვაზე და ა.შ. "აცრა უნდა გაიკეთონ."

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა პოლიტიკოსებს შორის უთანხონება არ უნდა წარმოაჩინონ, როგორც აპოკალიფსური მოვლენა.

 

"პრეზიდენტიც ცდება, პარლამენტის თავმჯდომარეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვინმეს ანკესზე წამოგებას. პრეზიდენტს აქვს მნიშვნეოვანი როლი იმ პროცესებში, როდესაც საკითხი ეხება მნიშვნელოვან თემებს. პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა, ის მოქმედებდა კონსტიტუციის ფარგლებში. მიზანშეწონილობაზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი," - განაცხადა უსუფაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: