ნინო გოგუაძე:დავით უსუფაშვილი დღეს წარმოჩნდა როგორც უმრავლესობის წევრი

ნინო გოგუაძე:დავით უსუფაშვილი  დღეს  წარმოჩნდა როგორც უმრავლესობის წევრი

დავით უსუფაშვილი  დღეს  წარმოჩნდა როგორც უმრავლესობის წევრი და არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ , დავით უსუფაშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.


 "ეს არის პოლიტიკოსი, რომლის იმედი მე ჯერ კიდევ მაქვს და რომელსაც მართლაც პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე შეუძლია იყოს პარლამენტის დამცველი. სამწუხაროდ, დღევანდელი ბრიფინგიდან მე ეს დასკვნა ვერ გამოვიტანე. დღევანდელ ბრიფინგზე ის წარმოჩნდა, როგორც უმრავლესობის გუნდის წევრი და არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და არა როგორც დავით უსუფაშვილი", - განაცხადა გოგუაძემ.


 პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 13 იანვარს დაგეგმილ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის შესახებ ისაუბრა. უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის ამოცანაა არა ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის საგანგაშო რეჟიმში განხილვა და ამ განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: