დიმიტრი ხუნდაძე:სახელმწიფოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტი და საზრუნავი მოსახლეობის ჯამრთელობაზე ზრუნვაა

დიმიტრი ხუნდაძე:სახელმწიფოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტი და საზრუნავი მოსახლეობის ჯამრთელობაზე ზრუნვაა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული დოკუმენტის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ეფექტიანობის აუდიტის"  განხილვა გაიმართება.

"სახელმწიფოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტი და საზრუნავი არის ისევ მოსახლეობის ჯამრთელობაზე ზრუნვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მოსახლეობას მიეწოდოს ხარისხიანი და უსაფრთხო პრეპარატები საჭიროების შემთხვევაში.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიზი, შემდეგ უკვე დავგეგმოთ მოქმედების გეგმა, რომ ის ხარვეზები, რომელიც დღეს არსებობს, გამოვასწოროთ",-აცხადებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: