Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
12-03-2015, 13:53
ნანახია: 1121

თეა წულუკიანი: როგორც კი არასრულწლოვანი სასჯელს მოიხდის, ეს სასჯელი გაქარწყლებულად ჩაითვლება

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე "არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსი" დაამტკიცა.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს ძალიან დიდი სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტია, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს სპეციალიზებული მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები და სოციალური მუშაკები ეყოლება.

"აგრეთვე, იურიდიული დახმარების ბიუროში ადვოკატების მუდმივმოქმედი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ბავშვთა საქმეებზე იმუშავებს. ამ კოდექსით ასევე შემოდის ისეთი სამართლებრივი თანამედროვე ტერმინები და ცნებები, როგორებიც არის უკიდურესი ზომის სახით პატიმრობა 14-18 წლამდე ასაკის ბავშვების, აგრეთვე ინდივიდუალური მიდგომა არასრულწლოვნისადმი, რათა მისი მომავალი ბედი იყოს სისხლის სამართლის პროცესში განმსაზღვრელი და სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ვინც დანაშაულს ჩაიდენს რეციდივისტად არ ჩამოყალიბდეს. აგრეთვე ბრალდებულებად ყოფნის ვადა განისაზღვრება: თუ დიდებისთვის არის 9 თვიანი ვადა, არასრულწლოვნებისთვის იქნება 6 თვე. თუ სრულწლოვნებისთვის წინასასამართლო სხდომამდე არის 60 დღე, არასრულწლოვნებისთვის იქნება 40 დღე. გარდა ამისა, არასრულწლოვნისთვის სასჯელი უვადო პატიმრობის სახით აიკრძალება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული კოდექსით სიახლე იქნება ისიც, რომ არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ის გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ.

"ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ არასრულწლოვნების ინტერესებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულება მოვარგოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ. ამისთვის ჩვენ შემოგვაქვს შემდეგი პრინციპი: როგორც კი არასრულწლოვანი მოიხდის სასჯელს, ეს სასჯელი ჩაითვლება გაქარწყლებულად გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის თავიდან ჩაიდენს დანაშაულს, რა შემთხვევაშიც "გაცოცხლდება" ნასამართლეობა", - განმარტა წულუკიანმა.

 არასრულწლოვნებისთვის სასჯელის სახით შინაპატიმრობაც შემოდის.

"ეს სახელმწიფოსთვის პირველად ინვესტიციას მოითხოვს, რათა სასჯელაღსრულების სამინისტრომ სამაჯურების შესყიდვის პროცესში ამის პრაქტიკაში იმპლემენტაცია შეძლოს. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო დიდ ეკონომიას მიიღებს, რადგან შინაპატიმრობა სახელმწიფოს გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე პატიმრის მოვლა-პატიმრობა საპატიმროში", - აღნიშნა მინისტრმა.