"მთავრობა სხვა რეალობაშია“-„ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტის სხდომას აფასებს

"მთავრობა სხვა რეალობაშია“-„ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტის სხდომას აფასებს

"მთავრობა სხვა რეალობაშია,"- ასე შეაფასეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ეკონომიკური გუნდის მოხსენება, რომელიც ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმთა დეპუტატებს წარუდგინეს. 

 

"რამდენიც არ უნდა იძახოს ხადუმრა, რომ კრიზისი არ არის მოქალაქეები ამ ყველაფერს მაღაზიაში შესვლის დროს იგრძნობენ, როცა ნახავენ გაძვირებულ პროდუქტს იგრძნობენ აფთიაქშიც ფასების ზრდას. ფინანსთა მინისტრი სხვა რეალობაში ცხოვრობს,"- აცხადებს დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი.

 

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს აბსურდულად აფასებს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც. გოგორიშვილის მსგავსად ისიც თვლის, რომ მთავრობა სხვა რეალობაში ცხოვრობს. 

 

"გვყავს უპასუხისმგებლო და უნიათო მთავრობა, რომელიც პრობლემებს თვალს ვერ უსწორებს, ხალხმა 21 მარტს თავის სათქმელი უნდა თქვას,"- აცხადებს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: