ლაშა ამირეჯიბი: ლელუაშვილ-ბასიშვილის ხალხი 21 მარტის აქციაზე აუცილებლად დაიძვრება თბილისისკენ, შესაძლოა იარაღითაც კი!

ლაშა ამირეჯიბი: ლელუაშვილ-ბასიშვილის ხალხი 21 მარტის აქციაზე აუცილებლად დაიძვრება თბილისისკენ, შესაძლოა იარაღითაც კი!

ხშირად მსმენია, ვაჟა ლელუაშვილი ჩვენია და ჩვენზე მუშაობსო! არიან ასეთი მაღალი თანამდებობის პირებიც, რომლებიც ასე ამბობენ. მაგალითად ზვიად ძიძიგური...

თუ როგორ მუშაობს ვ.ლელუაშვილი ახალ ხელისუფლებაზე, ახლავე მოგახსენებთ. ბ-ნი ლელუაშვილი ქვემო ქართლში დაკავებულია ხალხის მობილიზაციით 21 მარტის მიტინგისთვის. ტაბახმელა-წავკისისის ყოფილი გამგებელი გია ქოროღლიშვილი და მისი და, რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორის თანამდებობიდან, გულდასმით ეხმარებიან მას აქტივისტების მობილიზებაში. ასევე ეხმარებიან მის მიერ “კუდ“-ში მიყვანილი წავკისელი მეზობელ-მეგობრები, რომლებიც დღესაც მსახურობენ „სუს“-ში და ლელუაშვილს აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას...

 ქვემო ქართლსაც ლელუაშვილი კურირებს. რა თქმა უნდა, ხალხს ფულს სთავაზობენ - როგორც ჩანს, ძალიან უჭირთ ხალხის ჩამოყვანა დედაქალაქში. რამდენადაც ვიცი, ლელუაშვილი და ძიძიგური განუყრელი მეგობრები არიან. აქედან გამომდინარე, ზვიადი ამბრაზურასავითაა გადაფარებული მასზე!

ასევე, ნუ დაგვავიწყდება ქვემო ქართლი, სადაც  ხალხის მობილიზაცია მიმდინარეობს. რამდენადაც ვიცი, ცნობილი ზონდერი ბადრი ბასიშვილიც „თავის საქმეს“ აკეთებს - იგი ქვემო ქართლში სოფელ (შაომიანთან) ჩასახლებულ „ხეობელებს“ აკონტროლებს. ბასიშვილი ნაცების დროს ვაჟა ლელუაშვილის დავალებებს ასრულებდა, ანუ მისი ქვემდებარე იყო... წყალი არ გაუვა, ბასიშვილის ხალხი 21 მარტს მარნეულის რაიონიდან აუცილებლად დაიძვრება, შესაძლოა იარაღითაც კი.

ვფიქრობ, ამ ინფორმაციით ქართული სპეც-სამსახურები უნდა დაინტერესდნენ! მივმართავ ბ-ნ ვახტანგ გომელაურს: ბატონო ვახტანგ „Береженного бог бережет“!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: