კოკო გამსახურდია: -"პოლიტიკოსზე ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს უნდა აღიკვეთოს"

კოკო გამსახურდია: -"პოლიტიკოსზე ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს უნდა აღიკვეთოს"

პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პარტია "თავისუფლების" თავჯდომარემ კოკო გამსახურდიამ  საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მემორანდუმათან დაკავშირებით  ისაუბრა. გამსახურდიას განცხადებით, მაჟორიტარების შერეული საარჩევნო სისტემა, ეს არის 1990_იანი წლების მოლაპარაკებების სისტემა, როდესაც ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო მოლაპარაკებები კომპარტიასთან როგორც მხარესთან. "მაჟორიტარების შერეული საარჩევნო სისტემა, ეს არის 1990_იანი წლების მოლაპარაკებების სისტემა, ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო მოლაპარაკებები კომპარტიასთან, როგორც მხარესთან. იმ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ბატონები ვახტანგ ხმალაძე და რევაზ შავიშვილი. კომუნისტებს სურდათ ჩაეტარებინათ მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით რადგან იმჟამინდელ სისტემაში ერთი პარტია იყო და ყველა მაჟორიტარი კომუნისტური პარტიის დაქვემდებარებაში შედიოდა. საბჭოთა სივრცეში პირველი დემოკრატიული მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა საქართველოში ეს მოხდა 1990_წლის 28 ოქტომბერს. ეს იყო შერეული სისტემა; მაჟორიტარები, ერთმანდატიანი ოლქები და საერთო პროპორციული სიები.  ეს სიტემა ნაციონალურ მოძრაობას არ შემოუღია ეს იყო ზვიადის და შემდეგ შევარდნაძის და ნაცინალების ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც,  2012 წლის არჩევნებიც ამ პროცესით ჩატარდა",-განაცხადა გამსახურდიამ.

კოკო გამსახურდია ასევე გამოეხმაურა "თავისუფალი საქრთველოს" ლიდერის კახა კუკავას დაკავებას;

"გამოვთქვამ პროტესტს მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით და ვუცხადებ სოლიდარობას. კატეგორიულად მიუღებელია პოლიტკოსებზე ძალადობა.  გაითვალისწინოს ყველამ, რომ პოლიტიკოსთან ბრძოლა ხდება მხოლოდ არგუმენტებითა და აზროვნებით. არ არსებობს სხვა მეთოდები რომელთა შეწყნარებაც შეიძლება ამ მეთოდების გარდა, სხვა ყველა მეთოდი არის სისხლის სამართლის დანაშაული დაშესაბამისად უნდა იქნას აღკვეთილი"- განაცხადა კოკო გამსახურდიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: