ედგარს რინკევიჩსი:თუ მოსამზადებელი სამუშაოები შესრულებული იქნება საქართველოს ვიზების ლიბერალიზაცია უნდა მიანიჭონ

ედგარს რინკევიჩსი:თუ მოსამზადებელი სამუშაოები შესრულებული იქნება საქართველოს  ვიზების ლიბერალიზაცია უნდა მიანიჭონ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, თუ ვიზების ლიბერალიზაციისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები შესრულებული იქნება, მაშინ საქართველოს უნდა მიანიჭონ ვიზების ლიბერალიზაცია.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

"როდესაც ჩვენ განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს და რომლებიც ვიზა ლიბერალიზაციის მისაღებად მუშაობენ, საკუთარ თავსა და პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს ყოველთვის ვახსენებთ, რომ უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით - მეტი უფრო მეტისთვის.
თუ ვიზების ლიბერალიზაციისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები შესრულებული იქნება, თუ იქნება ევროკომისიის პოზიტიური შეფასება, რომელსაც საკმაოდ მალე ველოდებით, მაშინ ჩვენ საქართველოს ვიზების ლიბერალიზაცია უნდა მივანიჭოთ ", - აღნიშნა რინკევიჩსმა.

მისი განმარტებით, რიგის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოს და მსჯელობის დროს ბევრი კოლეგისგან ამ პრინციპის დადასტურება მოისმინა.

"თუ საქართველო მზად არის, ჩვენც საქართველოს ვიზების ლიბერალიზაცია უნდა მივანიჭოთ. ამავე დროს, მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ძალიან ბევრი რამ ქვეყანაზეც არის დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მაგალითი - მოლდოვამ ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა, შეასრულა საშინაო დავალება და უკვე 1 წელია, რაც ვიზების ლიბერალიზაცია მიიღო. მე მაქვს იმედი, რომ საქართველოს შეუძლია დააკმაყოფილოს ყველა აუცილებელი კრიტერიუმი და ამ შემთხვევაში მე მჯერა, რომ ჩვენ საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილება გვექნება. თუ არა, მაშინ უნდა შევაფასოთ, სად გვაქვს პრობლემები, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ კორექტირება შევიტანოთ", - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: