ელენე ხოშტარია: საშიში განცხადება

ელენე ხოშტარია:  საშიში განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს  რეფორმების ასოციაციის" საბჭოს თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია facebook-ის საკუთარ გვერდზე  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა და მას საშიში უწოდა.  აღნიშნული სტატუსით  ხოშტარიამ ღირსიაშვილის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი.

"ძალიან საშიში განცხადება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს: "მედიაში და ექსპერტების მხრიდანაც არის მოსაზრებები, რომ ეს ცენტრი შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს ვინმესთვის, ამასთან დაკავშირებით განვაცხადებ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი, რადგან ეს არ არის სამხედრო ბაზა, ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი", - განაცხადა ღირსიაშვილმა. ის უწყება, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობს საქართველოს უსაფრთხოების დაცვაში, რაც ნატო-ს მეშვეობით უნდა მოხდეს დეკლარირებულად, ამბობს, რომ ნატო-ს ბაზა საფრთხის შემცველია?", - წერს  ხოშტარია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: