Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
17-03-2015, 15:04
ნანახია: 1231

ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა დაისაჯოს ყველა ხელმძღვანელი, ვინც უკანონო დავალებას გასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასპინძაში, განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნის შემდეგ განაცხადა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ხელმძღვანელი, ვინც უკანონო დავალებას გასცემს.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უნდა დაისაჯოს ყველა ხელმძღვანელი, ვინც უკანონო დავალებას გასცემს.

ამის შესახებ პრემიერმა ასპინძაში, განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნის შემდეგ განაცხადა.

"თქვენ ხართ ის გმირები, რომლებიც იცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას. თქვენ ყოველთვის, 24 საათის განმავლობაში დგახართ ჩვენი სახელმწიფოს სადარაჯოზე. მე ამისთვის მადლობას გიხდით, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური და როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები, ვინაიდან, თქვენ მიდიხართ ტყვიაზე, არ ზოგავთ საკუთარ სიცოცხლეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მაგრამ თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ თქვენი ხელმძღვანელი უნდა იყოს პასუხისმგებელი და არა თქვენ, რომლებიც ასრულებთ ამ დავალებას. უსამართლობაა დასაჯო სპეცრაზმელი იმის გამო, რომ მან რაღაც ღონისძიება შეასრულა. თქვენ ხშირად არ იცით და არ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დავალებას ასრულებთ, თქვენ იღებთ დავალებას და ხართ ვალდებული, რომ შეასრულოთ, მაგრამ პასუხისმგებელი არის ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ გავალებთ ამა თუ იმ დავალებას. ასე რომ, მე ვისურვებდი, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ყველამ, როდესაც საქმე ეხება განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლებს, ზოგადად, სპეცრაზმელებთან ურთიერთობას, ვინაიდან, თქვენ, ჯარისკაცები ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები და ჩვენ ვართ ვალდებულნი, რომ ჩვენ თქვენ დაგიცვათ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.