ვინ არის ქალი, რომლის დნმ-ი ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩნდა?

ვინ არის ქალი, რომლის დნმ-ი ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩნდა?

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, ქალი, რომლის დნმ-ი ყარაფილაში მომხდარი აფეთქების ადგილზე იქნა აღმოჩენილი, უკვე დაკითხულია. ამის შესახებ ჩიქოვანმა "ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატი ქალბატონის ვინაობას არ ამხელს.

"ეს ქალბატონი დაკითხულია უკვე გამოძიების მიერ. დაცვის მხარემ იცის ვინ ადამიანი. გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. მოგეხსენებათ, რომ ძიება არ შეწყვეტილა, შესაბამისად სხვადასხვა სახის ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ამ ქალბატონს მკვლელობასთან შემხებლობა, ამას გამოძიება დაადგენს. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა", - განაცხადა ჩიქოვანმა.

კითხვაზე, რომ არ ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ი სასაფლაოს დამლაგებელს, ჩიქოვანი ამბობს: "ამ ინფორმაციას ვერც დაგიდასტურებ და ვერც უარყოფ".

შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი გია სოსანაშვილი. მის წინააღმდეგ გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: