ქამრების შემოჭერის ღარიბაშვილისეული უცნაური პოლიტიკა-ავეჯისთვის დახარჯული 181 401 ლარი

ქამრების შემოჭერის ღარიბაშვილისეული უცნაური პოლიტიკა-ავეჯისთვის დახარჯული 181 401 ლარი

„ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულისთვის შესყიდული რბილი ავეჯის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას აქვეყნებს. 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შექმნილი ფინანსური კრიზისის პირობებში, პრემიერ-მინისტრისთვის იტალიაში დეკემბერში განხორციელებული შესყიდვების საფუძველზე 181 401 ლარის რბილი ავეჯის შეძენა განხორციელდა. 

"მინდა წარმოგიდგინოთ ორი ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში შეუკვეთა რბილი ავეჯი. ხელშეკრულება გაფორმებულია ორ კომპანიასთან ლიფე სტილე-სა და "იტალდიზაინთან".

კომპანიასთან ლიფე სტი„ლე-თან 26 ათასი ევროს, ხოლო იტალ დიზაინთან 41 ათასი ევროს ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, ლიფე სტყლე-მა პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთა სავარძელი - 5760 ლარი, სკამები - 11 232 ლარი, ორი მაგიდა- 3192 ლარი, ორი მაგიდა - 2160 ლარი, ორი მაგიდა - 2784 ლარი, დივანი - 19104 ლარი და სავარძლები - 25344 ლარი. რაც შეეხება იტალ დიზაინს" ამ შემთხვევაში პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთეს: სავარძელი ტყავში კრემისფერი - 6084 ლარი, სამზარეულოს მაგიდა, სტრუქტურა დახურული მეტალი ზედაპირი თეთრი - 1680 ლარი, სამზარეულოს სკამი სტრუქტურა დაბურული მეტალი თეთრი ტყავის შემცველი - 1728 ლარი, მაგიდა თეთრი დაბურული ლაკირება - 15 792 ლარი, სკამი ტყავის თეთრი ფერის - 17 913 ლარი, ორადგილიანი დივანი - 19 368 ლარი, სავარძელი ტყავში - 15 516 ლარი, ორადგილიანი დივანი "ბროდვეი" - 13 344 ლარი, სავარძელი ტყავში - 15880 ლარი, საწოლი მთლიანი თავით ჭრილის გარეშე ბატუტით - 24 132 ლარი, ორთოპედიული მატრასი ზამბარებით, ინდივიდუალური შეფუთვით -1980 ლარი. მთელი ეს ავეჯი საქართველოს მოსახლეობას ბატუტზე მხტუნავი პრემიერ-მინისტრისა და მცურავი ლარისა კურსის პირობებში, საერთო ჯამში დაუჯდა 181 401 ლარი. ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, რომ რბილი ავეჯის არშეძენის ხარჯზე შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის მოგვარება, მაგრამ მთავრობას არ სურს თუნდაც ელემენტარულ ფუფუნებაზე უარი თქვას", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

დეპუტატის შესაფებით, აღნიშნული მაგალითები ნათლად ადასტურებს რამხელა უფსკრულია ხელისუფლების სიტყვასა და საქმეს შორის.

"ეს მაგალითები ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენ გყავს მატყუარა მთავრობა, რომელიც დასცინის ხალხს, როცა ასე იქცევა. სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ 21 მარტს ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლების ასეთ აღვირახსნილ ქმედებას, ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მოსვლისაკენ", - აღნიშნა ნადირაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: