Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
18-03-2015, 17:39
ნანახია: 2449

ვინ ჩაუდგება „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში, ალასანია თუ მარგველაშვილი?

"თეთრების" ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით ე.წ ქართველთა კონგრესი 5 ოქტომბრამდე ქვეყნი გადარჩენის პროგრამაზე მუშაობას დაასრულებს. შაშიაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური მოვლენებზეც საუბრობს და ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი გაკოტრდა, ნაციონალურ მოძრაობას კი სათავეში გიორგი მარგველაშვილი ან ირაკლი ალასანია ჩაუდგება:

 

"დღეს ქვეყანში გაცილებით დიდი დეპრესიაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 2012 წლის 1 ოქტომბერი გეოგრაფიული სიმაღლე აღმოჩნდა, რომელიც "ოცნებამ" ერთხელ აიღო და მაშინვე ქვემოთ დაეშვა. დღეს საქართველო ბანკირის ფსიქოლოგიით იმართება. ეს კარგი მხოლოდ ბანკშია , არათუ ქვეყანაში, ოჯახშიც მიუღებელია, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ეჭვიანი კაცია და ყველა, ვინც არ ეთანხმება, მტრად მიაჩნია. მონური ფსიქოლოგიის ადამიანები მასავით არავის ყვარებია. ბიძინა ივანიშვილი არაფრის აზრზე არაა- მარტო ბანკის მართვა იცის, ისიც სხვების დახმარებით. ის ყველაზე რთულ ვითარებაშია მან დაკარგა ავტორიტეტი და კარგავს ფულსაც. უფულო ივანიშვილი კი არავის სჭირდება."- აცხადებს შაშიაშვილი.

 

მისი თქმით დასავლეთი "ნაციონალური მოძრაობის" ცვლილებას გეგმავს:

 

"ამ პარტიას სააკაშვილს და სხვა ოდიოზურ ფიგურებს მოაცილებენ, წინ სხვებს წამოსწევენ და ამ პარტიას სათავეში ირაკლი ალასანია ან მარგველაშვილი ჩაუდგება. მერე შესაძლოა რესპუბლიკური პარტიაც შეუერთონ და ახალ სიმბიოზს მივიღებთ"- პროგნოზირებს ქართველთა კონგრესის ერთერთი ლიდერი.

წყარო: „ვერსია“