მეთოდი, რითიც ივანიშვილი ხალხს სიცრუეს უტენის ტვინში-გივი თარგამაძე 20/30-ს აფასებს

მეთოდი, რითიც ივანიშვილი ხალხს სიცრუეს უტენის ტვინში-გივი თარგამაძე 20/30-ს აფასებს

"სიცრუის ტვინებში ჩადებისთვის ივანიშვილმა მოიფიქრა გადაცემის გაკეთება, ნახეთ მისი რეიტინგი, თქვენი რესურსი ამოწურულია, ივანიშვილო, ამ გადაცემას არავინ უყურებს," - ეს განცხადება პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძემ გააკეთა.

 

თარგამაძემ ასევე ილაპარაკა 21 მარტს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს შიში აქციის გამართვასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას ასე უპასუხა: "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა."

 

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემაც. 

 

"ის აქციები, რომლებიც წინა წელს ჩატარდა ნაციონალური მოძრაობის მიერ, რატომღაც დაემთხვა ევროკავშირთან ასოცირების რატიფიცირებას, ახლანდელი აქცია რატომღაც ემთხვევა რიგის სამიტს," - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: